გორში პოლიციელებმა აქციის მონაწილე ჟურნალისტების მოწოდებები ნაგვის ყუთში ჩაყარეს
ჟურნალისტები დღეს გორშიც შეიკრიბნენ. “ნუ გვესვრით!” - ამ მოწოდებით მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან მივიდნენ და 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტების უფლებების შელახვა გააპროტესტეს.