World News in Georgian
Июнь
2024

Новости за 13.06.2024

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ დეპუტატ ოდიშარიას "რუსო მონა" დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა

აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში "რუსო მონა" დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა. როგორც ის აღნიშნავს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისი თანდასწრებით თქვა, რომ ოდიშარიას შვილია.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთთან დაშორება, დასავლეთთან დაახლოება და საპროტესტო აქციები სომხეთში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორი დღეა ლაპარაკობს მთავრობის მიზანზე - საბოლოოდ დატოვოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი -კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსული აბრევიატურით - ОДКБ.

Radiotavisupleba.ge 

ვგმობთ ძალადობას, მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი - დაცული ტერიტორიების სააგენტო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტვილის სოფელ ბალდის კანიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

Radiotavisupleba.ge 

მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე ისაუბრა - ვეცადეთ გაგვერკვია, ვინ და რამდენს აიღებს 1 ივლისიდან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლების მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის შესახებ ილაპარაკა და გაიმეორა, რომ პირველი ივლისიდან ხელფასები გაიზრდება.

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს

13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.