პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს
13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.