World News in Georgian
Август
2024

Новости за 13.08.2024

Radiotavisupleba.ge 

ქოლცენტრები, შავი ფული და "ქართული ოცნება" - აშშ-ის ბრალდებები

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ „ქართული ოცნება“ ქოლცენტრებით შავი ფულის მოზიდვაში დაადანაშაულა, ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები.

Radiotavisupleba.ge 

თანამშრომლები თანამშრომლების წინააღმდეგ - მოახერხებს „ევოლუშენი“ უვნებლად გადარჩენას?

​გაფიცვის 33-ე დღეს, „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. იმავე დღეს აქცია წამოიწყეს დასაქმებულებმაც და გაფიცულ კოლეგებს მოუწოდეს, პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას, მუშაობა განაგრძონ.

Radiotavisupleba.ge 

"უბრალოდ ქუჩაში სიარულიც კი ბედნიერებაა": რუსი უფლებადამცველი ორლოვი ციხის გარეთ ცხოვრებაზე

ვეტერანი რუსი უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ ის თავისუფლებას ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა. რუსული ციხიდან ის რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა ციხის და რუსეთის მიღმა, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ყველაზე დიდი გაცვლის წყალობით.

Radiotavisupleba.ge 

შუქრუთელებს სასამართლომ მაღაროს შესასვლელის პიკეტირება აუკრძალა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებსაც მარტიდან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელები აქვთ პიკეტირებული, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა. მოსამართლე ივანე ყიფიანის განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

Radiotavisupleba.ge 

ვინ არის „დაუნდობელი“ იაჰია  სინვარი - ირანის კაცი ჰამასის სათავეში?

იაჰია სინვარს, ჰამასის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან, რომელიც მიესალმა თანამდებობაზე მის დანიშვნას.

Radiotavisupleba.ge 

“რუსეთის დამარცხება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია რუსეთისთვის” - ტიმოთი სნაიდერი უკრაინის ომზე

ტიმოთი სნაიდერს, იელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორსა და ავტორს წიგნებისა “სისხლიანი მიწები” და “გზა არათავისუფლებისკენ”, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი საშკო შევჩენკო ესაუბრა.

Radiotavisupleba.ge 

“ვუთხარი, ეს არ გააკეთო-მეთქი” - ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს

დონალდ ტრამპმა უკრაინის ომში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. მილიარდერ ილონ მასკისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მარტივად გამონახავს ენას ვლადიმირ პუტინთან და ომს დაასრულებს.