“ვუთხარი, ეს არ გააკეთო-მეთქი” - ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს
დონალდ ტრამპმა უკრაინის ომში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. მილიარდერ ილონ მასკისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მარტივად გამონახავს ენას ვლადიმირ პუტინთან და ომს დაასრულებს.