World News in Georgian
Январь
2026

Новости за 09.01.2026

Radiotavisupleba.ge 

სიკვდილი მინეაპოლისში: საპირისპირო შეხედულებები ერთ მოვლენაზე

მინეაპოლისში ICE-ის აგენტის მიერ სამი გასროლით ქალის მოკვლამ პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია და დრამატული მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, საკუთარი პერსპექტივიდან გამომდინარე, საპირისპირო დასკვნები გამოიტანონ ერთი და იმავე კადრების საფუძველზე. ტრაგედიამ კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა: აშშ-ის ამომრჩევლებმა მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირეს მხარი, მაგრამ ICE-ის მეთოდები მზარდ უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომ მინეაპოლისში სიკვდილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაკრონის ოფისი: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გმობენ ირანში დემონსტრანტების ხოცვას

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა 9 იანვარს დაგმეს ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხოცვა და ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეიკავოს ძალადობისგან - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისმა. "ირანის ხელისუფლებას ეკისრება თავისი მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა და მან უნდა დაუშვას გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები, შურისძიების შიშის გარეშე" - წერია განცხადებაში. უფრო ადრე, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თუ არ არის ინდივიდუალური ძალადობა, ჯგუფური როგორღა მოხდა?!" - რა [არ] ჩანს პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებში 4 ოქტომბრის საქმეზე

“აქ სადმე ვჩანდი?”, “როგორ ამოიცანით, რომ ის არის?!", “ეს მე ვარ?”, “სად ჩანს, რომ ძალადობდა?” - 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მრავალი შეკითხვა გააჩინა პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებმა, 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმის ბრალდებულთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ.

Radiotavisupleba.ge 

შვედეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

შვედეთში დააკავეს 33 წლის კაცი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი - იუწყება ქვეყნის პროკურატურა. "წინასწარი გამოძიება ადრეულ ეტაპზეა. მოცემულ მომენტში გამოძიება მიანიშნებს, რომ ეჭვმიტანილმა კავშირი დაამყარა რუსეთის დაზვერვასთან" - განაცხადა პროკურორმა მატს იუნგკვისტმა. ეჭვმიტანილის სახელს არ აცხადებენ. ეჭვმიტანილი 4 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ იგი ცენტრალურ შვედეთში ცხოვრობს. გამოცემა Expressen-ი წერდა, რომ, გამოძიების ვერსიით, იგი ჯაშუშობაში ჩართული იყო 2022 წლიდან დაკავების მომენტამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე

„სი ძინპინი და პუტინი უყურებენ ადამიანს ვაშინგტონში, რომელიც იმას აკეთებს, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ტრამპი მსოფლიოს ეუბნება: შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მინდა...“

Radiotavisupleba.ge 

Euronews Georgia საქართველოს ამბების გაშუქებას წყვეტს

"ევრონიუს ჯორჯიას" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაყურებელს მიაწვდიან მხოლოდ "ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ" Euronews-ის საერთაშორისო კონტენტს. "ევრონიუს ჯორჯიამ" მაუწყებლობა 2020 წელს დაიწყო და საერთაშორისო ახალ ამბებთან ერთად აუდიტორიას აწვდიდა ცნობებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დენის შმიჰალი

უკრაინაში თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიჰალმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, პარლამენტი მათ განცხადებებს უახლოეს დღეებში განიხილავს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დენის შმიჰალი 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა, მანამდე იგი ხუთ წელზე მეტი დროის განმავლობაში უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. იანვრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეებს ხმა უნდა მივაწვდინო... - ზურაბ მენთეშაშვილი და ზურაბ ჭავჭანიძე ამბობენ, რომ ორი თვეა შიმშილობენ

გლდანის ციხეში მყოფი პატიმრები ზურაბ მენთეშაშვილი და ზურაბ ჭავჭანიძე ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა აქვთ გამოცხადებული.

Radiotavisupleba.ge 

ინტერვიუ: ირანი „რევოლუციის დასაწყისშია“

ირანი წლების განმავლობაში მმართველი ძალის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა შეძრა. ხელისუფლება მზარდი არეულობის ჩასახშობად სასტიკ რეპრესიებს ახორციელებს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც სანქციები ეხება - როგორც რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ 9 იანვარს ჩაატარა ოპერაცია კიდევ ერთი - მიმდინარე კვირაში უკვე მეხუთე - ტანკერის დასაკავებლად, რომელსაც ვენესუელიდან ნავთობი გადაჰქონდა. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ერთად. როგორც იუწყებიან, ტანკერი Olina იმყოფება კარიბის ზღვაში, ტრინიდადის ნაპირთან ახლოს. გამოცემა WSJ-ის თანახმად, სანაპირო დაცვის თანამშრომლები გადასხდნენ აღმოსავლეთი ტიმორის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ბორტზე. ტანკერი უწინ ატარებდა სახელს Minerva M და ის შეყვანილი იყო აშშ-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოკრივე, სატვირთო მანქანის მძღოლი, ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი - ვინ არიან ირანში მოკლული დემონსტრანტები

ათობით ადამიანი ემსხვერპლა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოყენებულ სასტიკ ზომებს. რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა 9 იანვრისთვის დაადასტურა 25 დემონსტრანტის სიკვდილი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია. როგორც ვარაუდობენ, მოკლულთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მხრიდან "ორეშნიკით" დარტყმის დროს ლვოვთან გადაადგილდებოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

9 იანვარს, დილით კიევში ჩავიდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, პეტრ მაცინკა. ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია მას მერე, რაც გასული წლის ბოლოს ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოვიდა ანდრეი ბაბიშის მთავრობა. ჩეხეთის მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაცინკა, დელეგაციიასთან ერთად, მატარებლით მგზავრობდა უკრაინის დასავლეთის საზღვართან იმ ღამეს, როცა უკრაინა დაექვემდებარა მასშტაბურ თავდასხმას რუსეთის მხრიდან - მათ შორის "ორეშნიკის" ტიპის, საშუალო რადიუსის რაკეტის გამოყენებით ლვოვის ოლქში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის საარჩევნო ხაფანგი: როგორ ცდილობს კრემლი უკრაინის არჩევნების ლეგიტიმაციის ჩაშლას

უკრაინას ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა კრემლი უკვე ცდილობს პროცესზე გავლენის მოხდენას. ვლადიმირ პუტინი მოითხოვს რუსეთში მცხოვრები “მილიონობით” უკრაინელის არჩევნებში ჩართვას, რასაც კიევი ლეგიტიმაციის ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს.

Radiotavisupleba.ge 

კალასი: ირანში მიმდინარე მოვლენები "ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი 9 იანვარს აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები "დისპროპორციულია" და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. "ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერს კალასი პლატფორმა ⁠X-ზე. მანამდე, ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტროტუარზე პროტესტისთვის მოქალაქეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მოქალაქე გიორგი წულაიას 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომით პროტესტის გამოხატვის გამო 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამართლე დავით მაკარიძემ მიმართა.

Radiotavisupleba.ge 

3 თვით გადაიდო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს - ამჯერად თარიღად განსაზღვრულია 31 მარტი.

Radiotavisupleba.ge 

მერმა კიეველებს ქალაქის დროებით დატოვება ურჩია - კიევის დიდი ნაწილი გათბობის გარეშეა

კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო დედაქალაქში გათბობის გარეშეა თითქმის 6 ათასი მრავალბინიანი სახლი. ამის შესახებ 9 იანვარს, დღისით განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი ინფორმაციით, შეფერხებულია წყლით მომარაგებაც. კიევში ყინვა და თოვლია. უკრაინის მეტეოსამსახურის პროგნოზით, შაბათ-კვირას ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 11-დან მინუს 18 გრადუსამდე დაეცემა. ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამინისტრო განმარტავს, რომ ემიგრანტებს დაბრუნებისთანავე შეეძლებათ ამბულატორიული სერვისების მიღება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი ემიგრანტებისთვის არ იცვლება სამშობლოში საყოველთაო ჯანდაცვის პირობები. უწყების განმარტებით, მათ ყველა სერვისზე წვდომა ქვეყანაში დაბრუნებისთანავე აღუდგებათ.

Radiotavisupleba.ge 

ანი ახმეტელის პროცესი სასამართლოში - ლაივბლოგი

გრძელდება „ტროტუარზე პროტესტის საქმის“ განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შსს მოითხოვს სამართალდამრღვევად ცნონ ანი ახმეტელი, რომელიც 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე იდგა. მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. პროცესს სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.