8 წლამდე პატიმრობა ემუქრება 51-ე სკოლასთან დაკავებულ კაცს
კაცს, რომელიც თბილისში 51-ე სკოლის ჯებირს შეეჯახა, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვია, მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას.
კაცს, რომელიც თბილისში 51-ე სკოლის ჯებირს შეეჯახა, ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვია, მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას.
ორი ძალოვანი უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯგუფური ძალადობის ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რუსმა პროპაგანდისტმა სემიონ პეგოვმა 15 იანვარს გამოაქვეყნა სტატია: „გეოპოლიტიკა ყავახანებში და დუმილით ვაჭრობა: მომავალი წლის შედეგები სოხუმურად“. მან შეაჯამა არაღიარებული რესპუბლიკის უკვე „მიწურული ეპოქა“. სტატიის გამო ადგილობრივმა შსს-მ შემოწმება დაიწყო, ოპოზიციამ - ე.წ. ხელისუფლების კრიტიკა.
“თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა, მაგრამ უცებ ყველაფერი გაქრა” - 21 იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ. გაცემის პროცესი დროებით შეწყდა. ჯერ არავინ იცის, როდის და რა პირობებით განახლდება.
შეიძლება გეფიქრათ, რომ მოკავშირეთა ამ მასშტაბის დესტაბილიზაცია მოსკოვში უფრო მძაფრ რეაქციას გამოიწვევდა. თუმცა ვენესუელასა და ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსი ოფიციალური პირების არცთუ ისე ხმამაღალმა განცხადებებმა - რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინის სრულ დუმილზე - გაკვირვება გამოიწვია.
2025 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო მოქმედებების ამსახველ ვიდეოებში სულ უფრო ხშირად ჩანდნენ ცხოველები - ცხენები, ვირები და აქლემებიც კი. რადიო თავისუფლებამ გაარკვია რა ხდება.
თბილისის ცენტრში, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, 51-ე სკოლის წინ კაცი ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მობილური ტელეფონით გადაიღეს.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი აცხადებენ, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის.
პროევროპული აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით მსჯავრდებულ რუსეთის მოქალაქეს, ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის პირობები გაუმკაცრეს.
ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი იღებს მიწვევას აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც, როგორც საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტით ირკვევა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზის საკითხით და პალესტინის ტერიტორიით. უკვე 50-მდე მოწვევაა გაგზავნილი და 30-ზე მიღებულია თანხმობა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას "მთავრობის დათხოვნის" შესახებ. ინფორმაცია დღეს 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
Танкер Veronica, о задержании которого 15 января сообщило командование Вооруженных сил США, стал шестым судном, задержанным из-за связей с Венесуэлой
საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რადიო თავისუფლების გავრცელებულ ცნობას 15 იანვარს აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე და აცხადებს, რომ ინფორმაციას აზუსტებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მიიწვია ღაზის სექტორის აღსადგენად „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრად. ალიევმა მიწვევა მიიღო.
აშშ-ის სამხედროებმა სამშაბათს ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს. ვენესუელური ნავთობით დატვირთული ტანკერი Sagitta მეშვიდე ტანკერია, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვამ დეკემბრის დასაწყისიდან დააკავა სანქციების დარღვევით მომუშავე ტანკერების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც ის შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიფრინავდა, აფრენიდან მალევე "ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემის“ გამო ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაბრუნდა.