World News in Georgian
Апрель
2026

Новости за 22.04.2026

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძის თქმით, სუსში „მოსმენები“ გაზრდილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და მომავალი ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ უწყებაში ფარული ინფორმაციის, მათ შორის მოსმენებით მიღებული ინფორმაცია გაიზარდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

Radiotavisupleba.ge 

"ხელისუფლებას წიგნების ეშინია". რატომ გაჩხრიკეს რუსული გამომცემლობა "ეკსმო"?

გამომცემლობა „ეკსმოს“ აღმასრულებელი დირექტორი ევგენი კაპიევი და კიდევ სამი თანამშრომელი, რომლებიც 21 აპრილს მოსკოვში დააკავეს, 2025 წლის მაისში კრიმინალურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე იკითხებიან.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში კანონმდებლები და ექსპერტები ირან-რუსეთის მომაკვდინებელი ღერძის გამო განგაშს ტეხენ

პოლიტიკურ კლიმატში, სადაც ორპარტიული ერთობა სულ უფრო იშვიათია, ამერიკელ კანონმდებლებსა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს შორის იშვიათი კონსენსუსი ყალიბდება: მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები გასცდა დიპლომატიურ პარტნიორობას.

Radiotavisupleba.ge 

ვისთვის ღმერთი, ვისთვის სალოსი - ვინ აგებს პასუხს ბერი ნიკოლოზის ბოლო დღეებზე?

„თუკი სიმართლის დადგენა მართლა გინდათ, თვითონ მამა ნიკოლოზს სთხოვეთ“;  „მის სურათს შეხედეთ და ისე სთხოვეთ“; „იმაზე კარგად ვერავინ მოგიყვებათ“, - რჩევებს გვაძლევენ ჭირისუფლები სარიტუალო დარბაზის აივნიდან. ამ დარბაზში ბერი ნიკოლოზია დასვენებული კუბო საყინულეში.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში Telegram-ის დამაარსებლის ძველ მისამართზე მივიდა უწყება, რომელშიც ის ეჭვმიტანილადაა მოხსენიებული

მესინჯერ Telegram-ის დამაარსებელი პაველ დუროვი 22 აპრილის საღამოს წერს, რომ მისამართზე, სადაც რუსეთში 20 წლის წინ ცხოვრობდა, მივიდა უწყება, რომელშიც ის "ეჭვმიტანილადაა" მოხსენიებული. "როგორც ჩანს, მათთვის ეჭვმიტანილი ვარ რუსეთის კონსტიტუციის 29-ე და 23-ე მუხლების დაცვაში, რომლებიც ეხება სიტყვის თავისუფლების და მიმოწერის საიდუმლოების გარანტიებს. ამაყი ვარ ვიყო დამნაშავე!" - წერს დუროვი. იგი არ აზუსტებს, რომელი ორგანოდანაა გაგზავნილი უწყება და რა მიზეზით. 20 წლის წინ დუროვი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მონტენეგრო კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას

ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ბრიუსელში 22 აპრილს დაამტკიცეს გადაწყვეტილება, დაიწყოს ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების დამუშავება.

Radiotavisupleba.ge 

"ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია". შეიძლება თუ არა კასპიის ზღვის გამეჩეჩების შეჩერება

22 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება. ოფიციალური დღის წესრიგის მიღმა იზრდება სკეპტიციზმი: ექსპერტები ეჭვობენ, რომ დისკუსიები რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს.

Radiotavisupleba.ge 

რაც მინისტრმა არ თქვა - დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები ცდილობენ, ხმა ხალხს მიაწვდინონ

„ახალი არაფერი მოგვისმენია... ვაგრძელებთ პროტესტს, სანამ არ იქნება გადაწყვეტილება“, - ასე ეხმაურებიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგს, რომელიც რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართა.

Radiotavisupleba.ge 

„ღია მმართველობის პარტნიორობამ“ საქართველოს წევრობა შეუწყვიტა

„ღია მმართველობის პარტნიორობამ“ 2026 წლის აპრილში საქართველოს წევრობა შეუწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებამ არ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც დასახელებული იყო 2024 წელს წევრობის შეჩერების დროს.

Radiotavisupleba.ge 

თამუნა იარაჯული ამბობს, რომ ის საბანკო ანგარიში „გაუუქმეს“, რომელზეც შვილებისთვის დახმარებას აგროვებდა

მოქალაქე თამუნა იარაჯულს, რომელიც შვილების მკურნალობისთვის დახმარებას სოციალური ქსელის დახმარებით ითხოვდა, საბანკო ანგარიში გაუუქმეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციიდან ისაუბრა ნინო კალანდიას ფეისბუკგვერდის პირდაპირ ეთერში.

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტური გამოძიება: ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა რუსეთის სპორტის სფეროს ორი ფიგურა

ევროკავშირის სანქციათა სიის პროექტიდან გაქრა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტის და რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერის, არკადი დვორკოვიჩისა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, სტანისლავ პოზდნიაკოვის სახელები.

ИА «Новости-Грузия» 

Российские Ту-22 и Су-35 над Балтикой разогнали иллюзии НАТО

Российские ракетоносцы над нейтральными водами морей и океанов напоминают "дикому Западу" о пределах его возможностей и неотвратимости сурового возмездия – за пределами, пишет военный обозреватель Александр Хроленко

Radiotavisupleba.ge 

კადიროვის ჩინ-მედლები - გაიგეთ ვინ, რატომ და რისთვის აჯილდოებს ჩეჩნეთის ლიდერს

კადიროვმა ორი ახალი ჯილდო მიიღო: მის ათობით ორდენსა და ტიტულს შეემატა ორდენი „ცემენტის მრეწველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“ და მედალი „მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. გარდა კომიკური პატივმოყვარეობისა, რა დგას კადიროვების დაჯილდოებათა უწყვეტი ნაკადის უკან?

Radiotavisupleba.ge 

გამოკვლევა: ომის დაწყებიდან პერიოდში 140-ზე მეტმა რუსმა დეზერტირმა მკვლელობა ჩაიდინა

რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო სამსახურს გაექცა და შემდეგ მკვლელობა ჩაიდინა, სულ მცირე, 144-მა რუსმა ჯარისკაცმა.

Radiotavisupleba.ge 

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის დროს მასპინძელი ქვეყნის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს, შეხვდა. ქართული მხარის ინფორმაციით, „მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები“.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ბაჩო (ელგუჯა) ბებია

32 წლის ბაჩო (ელგუჯა) ბებია ნიკოლაევში 20 აპრილის გამთენიისას იმ შენობის დაბომბვისას დაიღუპა, სადაც დაახლოებით ათ თანამებრძოლთან ერთან იმყოფებოდა, ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაჩო ბებიას ბიძაშვილი თამარ ნოდია. "როგორც კი დაიწყო ომი, ბაჩო მოხალისეობრივად წავიდა. სულ ამბობდა, ერთხელ უკვე დევნილი ვარ და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არ დავტოვებ ჩემს საცხოვრებელსო", - იხსენებს მამიდაშვილის სიტყვებს თამარ ნოდია. ბაჩო ბებია სოხუმიდან დევნილი იყო, ბოლო წლებში ის ოდესაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მანამდე კი, დაახლოებით 11 წელი, ზუგდიდში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ი ამბობს რომ დააკავეს უცხო ქვეყნის ჯაშუში - რომელი ქვეყნის, ეს არ კონკრეტდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ ბრალდებულები. ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება "ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა".

Radiotavisupleba.ge 

პასუხისმგებელი ვარ, გინდ ტერორისტი მეძახეთ... - რეპორტაჟი ელისაშვილის სასამართლო პროცესიდან

საქალაქო სასამართლოში დაიწყო ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურა მის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს, დაცვა - გამართლებას. თავად ელისაშვილი კი ამბობს, რომ სასამართლოში „იღლიაში ბენზინამოჩრილი“ მივიდა.

Radiotavisupleba.ge 

30 რამ, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ერთი შეხედვით არ ჩანს

„ვეფხისტყაოსანს“ უმეტესობა სკოლაში, ბავშვობაში კითხულობს და უკვე ზრდასრულს ბევრი რამ აღარ ახსოვს ან თავიდანვე არ შეუმჩნევია. ადამიანი სხვადასხვა ასაკში წიგნს სხვადასხვანაირად აღიქვამს. რადიო თავისუფლება შეეცდება „ვეფხისტყაოსანს“ კიდევ ერთხელ სხვა თვალით შეგახედოთ.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დრონებით შეტევა განხორციელდა ანექსირებულ სევასტოპოლზე

22 აპრილის ღამით უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს ანექსირებული სევასტოპოლის პორტზე - იუწყებიან უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის, "სტრელეცკის" ხომალდთა მარშრუტების მართვის პუნქტზე. 22 აპრილის ღამით სევასტოპოლის რუსი გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამის არხით იუწყებოდა ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედებაზე. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედროებმა ჩამოაგდეს ხუთი დრონი, დაზარალებულები არ არიან. Читать дальше...