World News in Georgian
Апрель
2026

Новости за 21.04.2026

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისსა და თბილისში რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციასა და მოვლაში 11 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დედაქალაქსა და ქუთაისში რაგბის სტადიონებზე ბალახის დათესვაში, რეაბილიტაციასა და სპორტული მოედნების მოვლაში 11 081 769 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ირკვევა შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებით, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონტრაქტორს ტენდერის გარეშე შეარჩევენ. „მთლიანი პროექტი მოიცავს 5 რაგბის მოედნის სრულ რეაბილიტაცია-მომსახურებას, მათ შორის: ნიადაგის სამუშაოებს, სარწყავი სისტემების განახლებას, რულონური/ბუნებრივი გაზონის მოწყობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კაია კალასი: მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი

“საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და ცხადია, ნამდვილი მონაწილეობა ადამიანის უფლებებზე დიალოგში იქნებოდა მინიშნება, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ. იმავე ბრიფინგზე “ევროსკოპის” შეკითხვაზე - როგორია საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგადი განწყობა საქართველოში არსებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სამარცხვინოა!“ - როგორ ართმევენ რუსეთის მოქალაქეობას მათ, ვინც ომს ეწინააღმდეგება

ყოფილმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა, ოცდათოთხმეტი წლის ნორილსკელმა მაქსიმ პოლოვნიკოვმა ტერორიზმის გამართლების ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მოიხადა და გათავისუფლებისთანავე ის აზერბაიჯანში გააძევეს.

Radiotavisupleba.ge 

ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებას უკრაინა არ გააპროტესტებს - დაფინანსების საკითხზე დავაა

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთი ვენეციის ბიენალეზე ბრუნდება. დავაა ევროკავშირთან დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე. უკრაინელი ხელოვანი ჟანა კადიროვა ამბობს, რომ მისი ჯგუფი რუსეთის მონაწილეობას არ გააპროტესტებს და საკუთარ სათქმელზე იქნება კონცენტრირებული.

Radiotavisupleba.ge 

„მეორე ორბანი“, მაგრამ არა უცბად?”  - რას ნიშნავს „პრორუსი რადევის“ გამარჯვება ბულგარეთში

ბულგარეთში 19 აპრილის არჩევნებმა რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი: რუმენ რადევის „პროგრესულმა ბულგარეთმა“ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა უმრავლესობა. ახლა მთავარი კითხვაა - შეძლებს თუ არა რადევის პოლიტიკური ძალა ხუთწლიანი კრიზისის დასრულებას და რა საგარეო კურსს აირჩევს ქვეყანა.

Radiotavisupleba.ge 

სარჯველაძემ დააანონსა, რომ არ იქნება მკურნალობა - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლებმა მინისტრს უპასუხეს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრს უპასუხეს, რომელმაც დღეს 21 აპრილის განაცხადა, რომ მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ხოლო მათი ფუნქცია არ არის სიცოცხლის გახანგრძლივება.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად შექმნა ახალი სამოქალაქო მისია

21 აპრილს ევროკავშირის საბჭომ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში დააფუძნა „ევროკავშირის საპარტნიორო მისია (EUPM) სომხეთში, ამ ქვეყნის დემოკრატიული მედეგობისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

Radiotavisupleba.ge 

გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან - სამთავრობო ცვლილებები

„ქართული ოცნების“ მთავრობაში მორიგი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. სიახლეები მედიას მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 აპრილს წარუდგინა. მის გვერდით იდგნენ მამუკა მდინარაძე, გელა (გეკა) გელაძე და სულხან თამაზაშვილი.

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა კომისარი: ჩატარდეს დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებაზე

“კვლავ შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები ასრულებენ არსებით როლს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ორგანიზაციის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოების მკაცრი შესაბამისობა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთან“, - აცხადებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუსი ამბობს, რომ 2025 წელს კორუფციის ფაქტებზე მიიღეს 156 მამხილებელი შეტყობინება

54 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 ადამიანი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქრთამის აღება/მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - წერს სუსი ანგარიშში.

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა

2026 წლის 20 აპრილიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორია. მისთვის ვადამდე წოდების ამაღლების განკარგულებას ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. "მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის N20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეთანხმდნენ სომხეთში მეორე მისიის გაგზავნაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სომხეთში კიდევ ერთი სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე, - ორწლიანი მისიის ამოცანა იქნება სომხეთში „რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ დაარტყა სადგურს, რომელიც რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემის ნაწილია - მედია

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სამარის ოლქში დაარტყა სადგურ „სამარას“, სადაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობის შერევით ხდება რუსული ნავთობის საექსპორტო სორტის, Urals-ის მიღება. რუსეთის ნავთობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან სადგურზე 21 აპრილს განხორციელებული შეტევის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები, მათ შორის „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ-უკრაინა“ წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს ინფორმაციით, „სამარას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

66 წლის კაცი დააკავეს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების ბრალდებით

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს 66 წლის კაცი, - მას ედავებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებასა და თაღლითობას.

Radiotavisupleba.ge 

სუსი: საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა 2025 წლის ანგარიში. წინა წლების მსგავსად, სუსის ანგარიშის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა".

Radiotavisupleba.ge 

მადიარის მთავრობა შეწყვეტს უნგრეთის გასვლას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აპირებს შეწყვიტოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გასვლის პროცესი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ დაიწყო. უნგრეთში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის" მმართველობა დაასრულა 2026 წლის 12 აპრილს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგად უმრავლესობა მოიპოვა პარტია „ტისამ" პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.მადიარმა 20 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად დარჩება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალასი პერსონალურ სანქციებზე საქართველოსთან დაკავშირებით: უნგრეთთან ბევრ საკითხზე ვიწყებთ მოლაპარაკებებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში 21 აპრილს, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (FAC) სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოსთან დაკავშირებით.