World News in Georgian
Май
2026
11
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 07.05.2026

Radiotavisupleba.ge 

რა მოხდა გიგა ავალიანის საქმის სასამართლოზე, სადაც იძულებით გამოკითხვაზე მიიყვანეს არასრულწლოვანი

28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, სკოლის მოსწავლე ნ.ი., რომელიც გამოკიტხვაზე პოლიციამ იძულებით მიიყვანა, სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

Radiotavisupleba.ge 

კრემლი იმედგაცრუებულია სომხეთის „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკით“

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა სომხეთ-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებსა და სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთი აგრძელებს „ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკის გატარებას“.

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთში სიკვდილი მიუსაჯეს ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს

ჩინეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრებს, ვეი ფენგეს და ლი შანფუს, ორწლიანი გადავადებით მიესაჯათ სიკვდილით დასჯა, იუწყება „სინხუა“. მინისტრები კორუფციაში ცნეს დამნაშავედ. სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვეი ქრთამის აღებაში ცნეს დამნაშავედ, ხოლო ლი - ქრთამის აღებასა და შეთავაზებაში. ბრალდებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. ასევე ორივეს ჩამოერთვათ სამუდამო პოლიტიკური უფლებები და მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარება. ჩინეთში პირობითი სიკვდილით დასჯა, როგორც წესი, სამუდამო პატიმრობით იცვლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რვა ამბავი გალიბ გასანოვისგან - თბილისის Fashion Week-ზე

მილანში მცხოვრები ქართველი აზერბაიჯანელი მოდის დიზაინერი გალიბ გასანოვი, რომელსაც გამოცემა “ვოგი” ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს, თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმარია - მისი გამოფენის „Collection 05 – Borchaly“-ს ნახვა 7-დან 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

Radiotavisupleba.ge 

„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე

2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სპეცრაზმელთა მიერ ნაცემი ჟურნალისტი და დემონსტრანტი ამბობენ, რომ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ხუთი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის სამართლიანი შედეგის დადგომისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცრაზმელებმა ათობით დემონსტრანტზე იძალადეს.

Radiotavisupleba.ge 

IOC-მ ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვა მოუხსნა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო აღარ იძლევა რეკომენდაციას, რომ შეზღუდვები დაწესდეს ბელარუსი სპორტსმენების (მათ შორის გუნდების) მონაწილეობაზე შეჯიბრებებში, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაციები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები მართავენ. შეზღუდვები დაწესდა 2022 წლის 28 თებერვალს და 2023 წლის 28 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, რომელსაც ლუკაშენკას რეჟიმი უწყობდა ხელს. IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვები მოიხსნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანმა უარი თქვა გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში არ გაემგზავრება გამარჯვების დღის აღლუმზე დასასწრებად. News.am-ის ცნობით, მან 1 აპრილს რუსეთში ვიზიტის დროს უკვე აცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ არ დაესწრება 9 მაისის ღონისძიებას, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ხუთშაბათს, 7 მაისს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის პრემიერმა დაასახელა სომხეთის ეროვნული კრების არჩევნების საარჩევნო კამპანიაში პირადი მონაწილეობის აუცილებლობა. არჩევნები 7 ივნისს არის... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Увидеть Россию изнутри – долгий путь Николоза Мжаванадзе за знаниями

Колумнист Sputnik Грузия, председатель "Объединения правозащитников" Грузии, генеральный директор информагентства "Тао Ньюс" Николоз Мжаванадзе о своих впечатлениях от учебы в России и текущей ситуации в образовательных учреждениях РФ

Radiotavisupleba.ge 

7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პაატა ბურჭულაძესა და სხვა პოლიტიკოსებს „4 ოქტომბრის საქმეზე“

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებს და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2026 წლის 7 მაისს გამოცხადდა.

Radiotavisupleba.ge 

ერევნის შემდეგ თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

ირაკლი კობახიძემ და მაკა ბოჭორიშვილმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში 2026 წლის 7 მაისს შეხვედრა გამართეს ამერიკელ მაღალჩინოსან სონატა კოლტერთან.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი არ აპირებს კიევიდან თავისი მისიის ევაკუაციას "რუსეთის მუქარის" მიუხედავად

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბრიუსელი 9 მაისამდე არ მიიღებს არანაირ ზომებს კიევში თავის დიპლომატიურ მისიასთან დაკავშირებით, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა უკრაინის დედაქალაქზე შესაძლო საპასუხო დარტყმის შესახებ და უცხოური ორგანიზაციებისადმი ქალაქის დატოვების მოწოდებისა. „რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოზიციას ან ყოფნას კიევში. სამწუხაროდ, რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობა გახდა როგორც კიევში, ასევე უკრაინის სხვა რეგიონებში“, განაცხადა ევროკავშირის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბერი პაველი: აშშ-ის სტრატეგია ირანში - რა მოხდება შემდეგ

ბერი პაველი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის ყოფილი დირექტორი, უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწე, ბოლო დროს ირანის ომის გამო განვითარებული მოვლენების სტრატეგიულ მნიშვნელობას განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში.

ИА «Новости-Грузия» 

Папуашвили заявил о ключевой роли Черноморского региона на фоне ситуации в мире

Глобальные организации не достигают результатов, в то время как региональные форматы обладают уникальной возможностью изменить реальность к лучшему, заявил спикер

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სასამართლომ საიდუმლო გრიფი მოხსნა ეპსტინის სიკვდილის წინა ჩანაწერს

ნიუ-იორკის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ, კენეთ კარასმა, საიდუმლო გრიფი მოხსნა ხელნაწერ ბარათს, რომელიც სავარაუდოდ დაწერილია ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ჯეფრი ეპსტინის მიერ. მოსამართლემ დააკმაყოფილა გაზეთ The New York Times-ის მიერ ერთი კვირის წინ შეტანილი სარჩელი. მანჰეტენის პროკურატურა არ შესწინააღმდეგებია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს მან დაასაბუთა ეპსტინის სიკვდილის გარემოებებისადმი საზოგადოებრივი ინტერესით. „ჩემს საქმეს თვეების განმავლობაში... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

В Грузии пытаются удержать инфляцию и снизить риски для экономики – видео

На фоне кризиса на Ближнем Востоке и серьезных проблем с задержками поставок топлива и грузов через Ормузский пролив, Нацбанк Грузии решил поднять ставку рефинансирования.

ИА «Новости-Грузия» 

В Тбилиси открылась выставка плакатов времен Великой Отечественной войны

В Центре русского языка и культуры "Азбука" в Тбилиси открылась выставка "Мир – воля народов. Союзники в Великой Отечественной войне", посвященная 85-й годовщине начала Великой Отечественной войны и созданию Антигитлеровской коалиции

ИА «Новости-Грузия» 

Прокуратура Грузии задержала полицейских за нападение на протестующих и журналистов

Всем пяти обвиняемым предъявлены обвинения в превышении служебных полномочий, а напавшему на журналиста дополнительно – во вмешательстве в профессиональную деятельность

Radiotavisupleba.ge 

ჰააგის ტრიბუნალმა ტაჯიკეთს მოსთხოვა პასუხი ვლადიმირ პუტინის დაკავებისა და გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტმა მეორე წინასასამართლო პალატის მიგნებები, რომლებიც თარიღდება 2026 წლის 19 მარტით, გადასცა მონაწილე ქვეყნების ასამბლეის თავმჯდომარეს. მიგნებები "ეფუძნება რომის სტატუტის 87(7)-ე მუხლს და გულისხმობს ტაჯიკეთის მიერ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის დაპატიმრებასა და გადაცემაში თანამშრომლობაზე სასამართლოს მოთხოვნისა და მონაწილე ქვეყნების ასამბლეისთვის საქმის გადაცემის შეუსრულებლობას“. ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი

პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 7 მაისს, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი სიტყვებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი უკვე პატიმრობაშია სხვა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ივანიშვილს დააჯერეს ადამიანებმა, რომ გიორგიმ მათ პრორუსულ კურსს უღალატა" - ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაურის ახლობელი

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ყოფილი ცოლი ლიკა ნაღებაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი უძილაურის ჯაშუშობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, "დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა". ამის შესახებ ლიკა ნაღებაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა დღეს, 7 მაისს, საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ, რაც უძილაურს პატიმრობა შეეფარდა. ლიკა ნაღებაშვილი უძილაურისთვის წაყენებულ ჯაშუშობის ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებს. "არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არ ექნება, მაგაში დარწმუნებული ვარ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა

დღეს, 7 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. "საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბაღდავაძეს 7 წლით, კაჭკაჭაშვილს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო "კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ ეპიზოდზე ბრალდებულები, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. გიორგი კაჭკაჭაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მამუკა ბაღდავაძეს კი - 7 წლით. მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. Читать дальше...