World News in Georgian
Май
2026
9
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 01.05.2026

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი 25 პროცენტამდე გაუზრდის გადასახადს ავტომობილებს ევროკავშირიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 მაისს გამოაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან 25 პროცენტამდე გაუზრდის გადასახადს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ევროკავშირიდან. ამის მიზეზად ტრამპმა დაასახელა ევროკავშირის მხრიდან სავაჭრო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა. რა პირობებზეა საუბარი, არ აკონკრეტებს. თუ ავტომობილები აშშ-ის ქარხნებში იქნება გაკეთებული, გადასახადი არ გაიზრდება - წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth social-ში. საქმე ეხება 2025 წელს მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის დეტალებიც 2026 წელს დაზუსტდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ აბრუნებს რუსეთს დიდ სპორტსა და კულტურაში

2026 წელი რუსეთისთვის დიდ სპორტსა და მსოფლიო კულტურულ სცენაზე დაბრუნების წლად იქცა. ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსმა სპორტსმენებმა პარალიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზეს, რამაც ევროპის არაერთი ქვეყანა აღაშფოთა.

Radiotavisupleba.ge 

ნავთობის ლაქა შავ ზღვაში, ნავთობის ხანძრები - იმოქმედებს თუ არა რუსეთის ტუაფსეს კრიზისი საქართველოზე

ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი, შავ კვამლში გახვეული გარემო, “ნავთობის წვიმა” - რუსეთის ქალაქ ტუაფსეს აპრილის რეალობაა. უკრაინული დრონების მასშტაბურ დარტყმებს რუსეთი ვერ გაუმკლავდა. მძიმე შედეგებს მოელიან ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკოლოგიაზე. ყურადღების ცენტრშია შავი ზღვა.

Radiotavisupleba.ge 

„გთხოვთ, გამოგვიყოთ მოწმეები“ - როგორ შეარჩია გდდ-მ ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეები „შემთხვევითი პრინციპით“

სასამართლოში გაირკვა, რომ სუსმა წერილი გაუგზავნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სთხოვა შეერჩია სპეცრაზმელები, რომლებიც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეებად გამოდგებოდნენ. შემდეგ შერჩეულმა სპეცრაზმელებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსის „ჯილდოს დაპირება“ ქრთამად და შეურაცხყოფად აღიქვეს.

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნინო შუბლაძე გახდა, ბაკურ ბაკურაძე - სამხატვრო ხელმძღვანელი

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ტელეწამყვანი ნინო შუბლაძე გახდა.

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა ოპოზიციონერ კარაპეტიანს $62,3 მლნ-ს სთავაზობს „სომხეთის ელექტროსისტემაში“, თუმცა 10 წლის მოგებას ითხოვს

მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA) ნაციონალიზაციას კვლავ შეეცდება, მის მფლობელს, ოპოზიციონერ კარაპეტიანს აღნიშნულ კომპანიაში $62,3 მილიონს სთავაზობს, - ირკვევა რადიო თავისუფლების მოპოვებული კონფიდენციალური დოკუმენტიდან.

Radiotavisupleba.ge 

ირანმა პაკისტანს გადასცა აშშ-სთან მოლაპარაკების ახალი გეგმა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-სთან მოლაპარაკების ახალი გეგმა გადასცა შუამავლებს პაკისტანიდან - იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA. გავრცელებული ცნობით, წინადადება შუამავლებს გადაეცათ 30 აპრილის საღამოს. დოკუმენტის შინაარსი საჯარო არ არის. The Guardian-ის მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ გეგმა კონცენტრირებულია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ამასთან, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დეტალური მოლაპარაკებები უფრო გვიანდელ ეტაპზე უნდა გადაიდოს. ირანის საგარეო საქმეთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხუთი წელი ოთახში

ბექასთან შესახვედრად ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე მივდივარ. მის შესახებ რამდენიმე დღის წინ ალექსანდრემ მითხრა, ჩემი მეგობარი, რომელსაც ჩემსავით  დიუშენის სინდრომი აქვს, 5 წელია სახლიდან არ გასულაო.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ არმიის რეფორმის მორიგი ზომები გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა "სამსახურიდან იმ პირთა ეტაპობრივი გათავისუფლება, ვისი მობილიზაციაც მანამდე განხორციელდა", არმიის რეფორმის ფარგლებში. ამაზე ზელენსკი თავის ტელეგრამის არხზე წერს. ზელენსკი ამბობს, რომ ბრძანება გასცა არმიაში კონტრაქტების სისტემის გაძლიერებაზე, რათა დადგინდეს სამსახურის მკაფიო ვადები და უკვე მიმდინარე წელს გახდეს შესაძლებელი, აქამდე მობილიზებულთა გაშვება სათადარიგო რიგებში. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას და თავდაცვის მინისტრს დაავალა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელის შესახებ Facebook-სტატუსის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს

მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმების შესახებ პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო მოქალაქე ბექა ლოხიშვილს 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს, 1 მაისს, გამოაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

Reuters: სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ირანის ნაცვლად რუსეთი გახდა

სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა რუსეთი გახდა მას მერე, რაც 2024 წლის დეკემბერში დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი. სირიაში რუსეთის ნავთობის მიწოდება 75 პროცენტითაა გაზრდილი - მიმდინარე წელს მისი მოცულობა შეადგენს წელიწადში 60 ათას ბარელს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ოფიციალურ განცხადებებზე და ხომალდების მოძრაობის მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოს სირიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ვაჭრობა კრემლს ანიჭებს გავლენას სირიაზე, სადაც მოსკოვი ინარჩუნებს სამხედრო-საზღვაო და ავიაბაზებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„რეგულაციები კლავს ყველაფერს“ - რა იცვლება მევენახეებისთვის 1 მაისიდან?

1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს. ნებართვისთვის ნიადაგის ანალიზი და საბუთებია საჭირო, ნერგებიც მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინონ.

Radiotavisupleba.ge 

FT: ევროპაში დაძაბულობას იწვევს კიევის მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე

უკრაინის ხელისუფლება აქტიურად მოითხოვს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას, რაც ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი მსჯელობს კიევისთვის მხარდაჭერის საკითხზე. ამ თემაზე სტატიას წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი (FT) აქვეყნებს. სტატიის თანახმად, უკრაინისთვის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე უარი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, ზრდის ფრუსტრაციას კიევში და მზარდად ევროსკეპტიკური რიტორიკა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან, ძირს უთხრის კომპრომისის გამონახვის ძალისხმევას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა ირანისგან დასაცავად ანტისარაკეტო სისტემები გადასცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გადასცა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, მათ შორის ლაზერული იარაღი, რათა მას დაეხმაროს ირანის რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში.

Radiotavisupleba.ge 

„რად უნდათ ამდენი ქეში?“ - მინისტრების და დეპუტატების შენახული ნაღდი ფული

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა თანამდებობის პირების ქონების დეკლარაციები და დაითვალა, ვინ და რამდენს ინახავს „ქეშად“.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა, ბაქომ პროტესტი გამოუცხადა ევროკავშირის ელჩს

აზერბაიჯანის პარლამენტმა, მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა შეაჩერა. პირველ მაისს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზია მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. მას ბაქო მიკერძოებულს და დაუსაბუთებელს უწოდებს.

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინასთან ომში რუსეთიდან 216 200-ზე მეტი დაღუპულის ვინაობა

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მხრიდან 216 205 დაღუპულის ვინაობა დაადგინეს ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა და დამოუკიდებელმა გამოცემა „მედიაზონამ“.

Radiotavisupleba.ge 

ცნობილია რა უფლებამოსილებები ექნება ახალ სახელმწიფო მინისტრს

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილები განისაზღვრა. დადგენილება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 30 აპრილს გამოსცა.

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვს უცხოეთის პასპორტი მისცეს

საქართველოდან გაძევებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა სამშობლოში პასპორტი აიღო. ინფორმაცია გაავრცელა მისმა ცოლმა, სევიჩ სადიგოვამ.

ИА «Новости-Грузия» 

Грузин представляет Россию в ООН – личности, о которых мы не знаем

Колумнист Sputnik Грузия, председатель "Объединения правозащитников" Грузии Николоз Мжаванадзе об участии в Международном конгрессе в России и знакомстве с заслуженным юристом РФ и членом комитета ООН от России Асланом Абашидзе

Radiotavisupleba.ge 

„ფასების კომისიამ“ პროდუქტის სიძვირის მიზეზები დაასახელა - დასკვნა მზად არის

პარლამენტში შექმნილმა „ფასების კომისიამ“ საქართველოში პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.