World News in Georgian

ჩეხეთში 6 ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან

ჩეხეთში, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1000-ს აღწევს, შაბათს 6 პაციენტი განიკურნა საშიში დაავადებისგან. პანადემიის გავრცელების კვალობაზე, ჩეხეთში არ ყოფილა არც ერთი სასიკვდილო შემთხვევა.


 


ჩეხეთის მეზობელ გერმანიაში კორონავირუსისგან განიკურნა 209 პაციენტი, დაინფიცირებულთა რაოდენობა 21 800-ია, 75-ი გარდაიცვალა.


 


კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილია სახმელეთო და საავიაციო მიმოსვლა ჩეხეთსა და მეზობელ გერმანიას, ასევე ჩეხეთსა და ავსტრიას შორის.

Читайте на сайте