World News in Georgian

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატის თანამშრომელი კორონავირუსთ აღმოჩნდა დაინფიცირებული. მაგრამ თავად პენსს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ჰქონიათ თეთრი სახლის ამ თანამშრომელთან უშუალო კონტაქტი. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით იუწყება რადიოსადგური „ამერიკის ხმა“


 


ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ  მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე აუცილებლად გაივლიან შემოწმებას კორონავირუსზე.


 


ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანანშრომლის შემოწმების შედეგი პარასკევს გახდა ცნობილი. დაინფიცირებული პირის თანამდებობა და ვინაობა არ ხმაურდება.


 


თავად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს უდგას სათავეში.

Читайте на сайте