World News in Georgian

უკრაინული მარცვლეული ესპანეთში ახალი მარშრუტით ჩავიდა

18 ათასი ტონა უკრაინული სიმინდით დატვირთული გემი 13 ივნისის დილას ჩავიდა ესპანეთის ჩრდილოდასავლეთის პორტში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მარცვლეულის პირველი პარტიაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საზღვაო გზით მოხვდა - იუწყება სიენენი. მარშრუტმა ბალტიის ზღვა მოიცვა. 


უკრაინის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ქვეყანა ქმნის ახალ მარშრუტებს თავისი 22 მილიონი ტონა მარცვლეულის საექსპორტოდ, რუმინეთის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების გავლით. 


მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტიორებს შორის, უკრაინა სიდიდით მეოთხე ქვეყანაა. 2021 წელს მან განახორციელა 45 მილიონამდე ტონა მარცვლეულის და პარკოსნების კულტურათა ექსპორტი.


მოცემულ მომენტში უკრაინის საზღვაო პორტები ბლოკირებულია. თურქეთი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინას დაეხმაროს პორტების განბლოკვაში, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთის საზღვაო დერეფანს გამოიყენებს ოდესაზე თავდასხმისთვის, თუ პორტებთან მისადგომი გზები აღარ იქნება დანაღმული. 


გაეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა მსოფლიოში კიდევ 18 მილიონამდე ადამიანს შეუქმნას შიმშილის საფრთხე. 


უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს უკრაინული მარცვლეულის უკანონო მითვისებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს. 

Читайте на сайте