"შინ ევროპაში" 20 ივნისამდე და შემდეგ - რას პასუხობს ხელისუფლება
20 ივნისამდე ხელისუფლება და "ქართული ოცნების' მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდებოდა და "ნაცმოძრაობის" დაგეგმილ "პროვოკაციულ" აქციაზე არ გამოვიდოდა. მას შემდეგ კი, რაც 21 ივნისს ქუჩაში მრავალი ადამიანი შეიკრიბა, "ოცნება" ხალხის ევროპისკენ რეალურ სწრაფვაზე ალაპარაკდა.