World News in Georgian

ინ­დო­ე­თის პრე­ზი­დენ­ტად 64 წლის დრა­უ­პა­დი მურ­მუ აირ­ჩი­ეს

ინ­დო­ე­თის პრე­ზი­დენ­ტად 64 წლის დრა­უ­პა­დი მურ­მუ აირ­ჩი­ეს. CNN-ის ცნო­ბით, ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 4500-ზე მეტ­მა დე­პუ­ტატ­მა, ხმე­ბის დათ­ვლა კი ხუთ­შა­ბათს მოხ­და. შე­და­გად, ინ­დო­ე­თის ახალ პრე­ზი­დენ­ტად გა­მო­ცხად­და ნა­ცი­ო­ნალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ალი­ან­სის კან­დი­და­ტი, დრა­უ­პა­დი მურ­მუ. ის იქ­ნე­ბა მე­ო­რე ქალი ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ეს პოს­ტი და­ი­კა­ვა და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც მცი­რე ტო­მე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის სან­ტა­ლე­ბის ტო­მის, მუნ­დის ეთ­ნო­სის უმ­სხვი­ლეს ტომს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რად სუსტ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მოქ­მედ პრე­ზი­დენტს, რამა ნახ­ტა კო­ვინ­დას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა 24 ივ­ლისს იწუ­რე­ბა. მურ­მუ კი ფიცს 25 ივ­ლის და­დებს. მურ­მუ 64 წლი­საა. ის გახ­დე­ბა ინ­დო­ე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის მიერ 1947 წელს ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და. მან ხე­ლოვ­ნე­ბა ის­წავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე 20 წლის წინ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ებ­მე­ბო­და. ის იყო რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის მრჩე­ვე­ლი, ასე­ვე ერთ-ერთი შტა­ტის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2015 წელს ის გახ­და ჯარ­კხან­დის შტა­ტის პირ­ვე­ლი ქალი გუ­ბერ­ნა­ტო­რი.

რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, მას საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. პრე­ზი­დენ­ტი ქვრი­ვია, მისი მე­უღ­ლე ჩიამ შა­რან მარ­მუ, რო­მე­ლიც ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, 2014 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ქალს გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს ორი ვაჟი. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ითიშ­რე მარ­მუ, მა­მის მსგავ­სად, ბან­კში მუ­შა­ობს. ინ­დო­ეთ­ში პრე­ზი­დენტს უფრო ცე­რე­მო­ნი­უ­ლი ფუნ­ქცია აქვს, მაგ­რამ ამა­ვე დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლია. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ფარ­თო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი მთა­ვარ როლს თა­მა­შობს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში. ის ასე­ვე ამ­ტკი­ცებს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს.

Читайте на сайте