World News in Georgian

რუსებმა კვლავ დაბომბეს სლავიანსკი. არიან დაჭრილები-კირილენკო

რუსეთის ჯარმა საღამოს სლავიანსკი დაბომბეს, - ამის შესახებ დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ 22 ივლისს განაცხადა.



"რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქის საცხოვრებელი ადგილები. ამჟამად, ჩვენ ვიცით, რომ დაიჭრა მინიმუმ სამი ადამიანი, დაზიანებული ექვსი ხუთსართულიანი შენობა და რამდენიმე კერძო სახლი",–წერს იგი თავის ტელეგრამაში.





დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბები დაუშინეს ქალაქის შემოგარენს.




ივლისის დასაწყისში უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი სლავიანსკი, იმ ფონზე, როცა ესკალაციას განიცდის რუსეთის შეტევა უკრაინის დონეცკის რეგიონზე.



ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 6 ივლისის სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, "არსებობს რეალისტური შესაძლებლობა იმისა, რომ [სლავიანსკისთვის] ბრძოლა იქნება შემდეგი მთავარი ეტაპი დონბასისთვის ომში". ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ძალებს ამჟამად, სავარაუდოდ, ქალაქიდან 16 კილომეტრამდე მანძილი აშორებთ, ქალაქი ბოლო დღეებში მასშტაბური დაბომბვის სამიზნეა.

Читайте на сайте