World News in Georgian

ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის მკვლელობისს ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.


გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აქამდე სხვადასხვა ბრალდებით ამავე საქმეზე 7 პირი იყო დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლის გარდა, მიმდინაროებს: 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით.

Читайте на сайте