World News in Georgian

შსს-მ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი დანაყოფები და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.


როგორც შსს იუწყება, ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.


საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.


დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.


სამინისტრო აცხადებს, რომ განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.


ვიდეო ასახავს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას.




დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. 






 

Читайте на сайте