World News in Georgian

ბელგოროდიდან აფეთქებისა და დრონის ჩამოვარდნის შესახებ იტყობინებიან

რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან გავრცელდა ცნობა, დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შესახებ. ამის შესახებ იტყობინება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.


უფრო ადრე, ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქში, ხარკოვის მთაზე, შჩორსის ქუჩაზე, ხმამაღალი აფეთქების შესახებ.


„ბელგოროდში მოხდა დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქება. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა სავალ ნაწილზე. ორი პირი დაშავდა,“ წერს რეგიონის თავკაცი თავის ტელეგრამ-არხზე.


ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ მონაცემებით, სპეცსამსახურები ადგენენ ბელგოროდში კიდევ ერთი დრონის ჩამოვარდნის დეტალებს. გლადკოვის თანახმად, „გრადის“ ჭურვი მოხვდა საერთო საცხოვრებლის შენობას, რომელიც იწვის, დაზიანდა ასევე ადმინისტრაციის შენობა. გუბერნატორი ამტკიცებს, ისროდა უკრაინის არმია.


1 ივნისს დილიდან იტყობინებოდნენ ქალაქ შებეკინოს და უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლის შესახებ.


კიდევ ერთი ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ცეცხლმოკიდებულ ხუთსართულიან შენობას. ეს შენობა ზედ ქალაქის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციის შენობასთან. რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, ბელგოროდის ოლქის ზოგიერთი დასახლებულ პუნქტს ცეცხლს უშენდნენ. „РИА Новости“ ექიმებზე დაყრდნობით, 1 ივნისს ბელგოროდის ოლქში სროლის შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი, მძიმე მდგომარეობაშია არიან.


 

Читайте на сайте