მარიამი და სხვა ბავშვები კონფლიქტის ზონიდან
მარიამ ვაშაგაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქვეშში ცხოვრობს. ქვეში ოკუპირებულ არცევს ესაზღვრება და მავთულხლართებით არის გარშემორტყმული. არცევში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მთის წვერზეა განთავსებული, საიდანაც შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეები როგორც ქვეშს, ისე არცევს აკონტროლებენ.