მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი მასირებული შეტევა, რომელსაც კვლავ მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. დრონებით შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.