გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან - სამთავრობო ცვლილებები
„ქართული ოცნების“ მთავრობაში მორიგი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. სიახლეები მედიას მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 აპრილს წარუდგინა. მის გვერდით იდგნენ მამუკა მდინარაძე, გელა (გეკა) გელაძე და სულხან თამაზაშვილი.