„რეგულაციები კლავს ყველაფერს“ - რა იცვლება მევენახეებისთვის 1 მაისიდან?
1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს. ნებართვისთვის ნიადაგის ანალიზი და საბუთებია საჭირო, ნერგებიც მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინონ.