ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთვება
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში. ეს არის მისი განცხადება. რაც შეეხება ფორმებს, ჯერ ეს დაზუსტებული, დაკონკრეტებული არ არის. – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები შედგება. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, როგორც კობახიძემ აღიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.