საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს დელეგაციასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, საპარლამენტო მეგობართა ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებაზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.