დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან
როგორც News.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდებიან.