„სააკაშვილმა ძალიან დიდი მონდომებით შეასრულა ის როლი, რაც მას განუსაზღვრა ბიძინა ივანიშვილმა“
დავით უსუფაშვილმა დღეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილმა არჩევნებში „საფრთხობელას როლი“ შეასრულა.