Июнь
2016

Новости за 23.06.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას "რუსთავი 2-ის" საქმეზეც ისაუბრა

შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან ტედ კრუზთან შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოლაპარაკებები კონგრესმენებთან გამართა. შალვა ნათელაშვილი შეხვდა რიჩანრდ ჰადსონს, დონალდ ფეი-ნის, დან-ქან ჰან-თერს და სხვებს. შეხვედრებზე ძირითადად საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება განიხილეს, საუბარი შეეხო მედიის თავისუფლებას, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმესაც.

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დახურული აბანოები და საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

თბილისის ისტორიული აბანოები პროტესტის ნიშნად ისევ დაიხურა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული დავა გოგირდის აბანოებსა და წყალგამანაწილებელ კომპანიას შორის ამ დროისთვის უკვე სასამართლოში გრძელდება. წყალზე დადგენილი ახალი ტარიფის გამო აბანოების მფლობელებს სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ. აბანოთუბანში გამართული საპროტესტო აქცია დღეს პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და მერიის თანამშრომლების ნათესავებზე გაფორმებული კონტრაქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავა. გამოძიება მათ 13 ათას ლარს ედავება. საუბარია ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ კონტრაქტებზე, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარ ნათესავებს გაუფორმეს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ვიმედოვნებთ, რომ რუსთავი 2" ისეთივე დარჩება როგორიც დღესაა"- კირსტენ ლუნდგრენი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის შუალედური საინფორმაციო ანგარიში გასაჯაროებული არ იქნება, ეს გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. თუმცა ცნობილია, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი იყო ყველა იმ პრობლემურ საკითხზე რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნოდ დგას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ხელისუფლება ქორწინებაზე რეფერენდუმთან კავშირს კვლავ უარყოფს, მანანა კობახიძის საჩხერის ოფისში კი ხელმოწერებს აგროვებენ

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და მმართველი გუნდი ინისიცატივასთან კავშირს ყველა განცხადებაში გამორიცხავენ, როგორც ცნობილი გახდა მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება საჩხერის რაიონში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მანანა კობახიძის ოფისში ხდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ევაკუირებულია - დევდორაკის მყინვარზე მეწყერი ჩამოწვა

სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყაზბეგი ევაკუირებულია. ამის მიზეზი დევდორაკის ხეობიდან მიღებული ზვავსაშიშროების სიგნალი გახდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი-პრემიერის მოწოდებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

პრემიერმინისტრის აზრით, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. გიორგი კვირიკაშვილმა ამ კონტექსტში დღეს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო სექტორიც ახსენა და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა დაასახელა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"რუსთავი 2"-ის საქმე და კორცხელის ინციდენტი - ევროსაბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ანგარიშზე იმსჯელა

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს შესახებ შუალედურ ანგარიშზე იმსჯელა. დოკუმენტი კომიტეტის წევრებმა თბილისში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შეიარაღებული თავდასხმა გერმანიაში-25 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი კი შენობაში რჩება

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ გერმანიის ქალაქ ვიერნ-ჰაიმის კინო თეატრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ნიაღბიანმა მამაკაცმა შენობაში ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ცნობით დაშავებულია 25 ადამიანი. თავად თავდამსხმელი კინოთეატრში რჩება. შენობა პოლიციის ალყაშია. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელი მარტოა შენობაში თუ მძევლებიც ჰყავს აყვანილი.

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"2012 წლიდან პენიტენციური სისტემაში გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა"- კახი კახიშვილი

პრეზიდენტსა და სასჯელაღსრულების მინისტრს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მათ ციხეში ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შექმნილ პირობებზე ისაუბრეს. მათ შორის საუბარი შეეხო ვანო მერაბიშვილის საქმესაც.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა პრაქტიკულად დაადასტურა"- ზვიად ძიძიგური

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების სპეციალურ განცხადებას და მოთხოვნას უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სალომე სამადაშვილი პრეზიდენტს მერაბიშვილის გათავისუფლებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებას ახსენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების დეკლარაციას ეხმიანება. სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გამოიყენება პოლიტიკური დევნისა და შევიწროების მიზნით.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ

სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ. 13 მათგანი სამსახურიდან საკუთარი გადაწყვეტილებით მიდის. ისინი აპირებენ შეუერთდნენ ირაკლი შიხიაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„ვფიქრობ, მისი დაპატიმრება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება" - შს მინისტრი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე

„ვფიქრობ, რომ მისი დაპატიმრება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება," - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურის მიერ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაპატიმრების მოთხოვნას ეხმაურება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მე-18 მუხლი მიმართულია ხელისუფლებების წინააღმდეგ - ევა გოცირიძე მერაბიშვილის საქმეზე

სახალხო დამცველის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება აქამდეც უნდა ჩატარებულიყო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"მის მიერ არ უნდა ირღვეოდეს კანონი, ვინც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს," - ანი მიროტაძე სააპელაციო სასამართლოზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობაში რუსთავი 2-ის განჩინების ფოსტით გამოგზავნას ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როდესაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხდება პროცესუალური ნორმების დარღვევა, ეს ყველაფერი აჩენს ბევრ კითხვას, სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"დაძაბულობა ყოველთვის იმატებს წინასაარჩევნოდ, ეს არ არის გამონაკლისი საქართველოსთვის"-მანანა კობახიძე

ერთ საათში სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს შესახებ მომზადებულ შუალედურ ანგარიშზე იმსჯელებს. დოკუმენტი კომიტეტის წევრებმა თბილისში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს. მასში საუბარია წინასაარჩევნო გარემოზე და რუსთავი 2-ის საქმეზე.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"თქვენ იგივე რეჟიმში გააგრძელებთ მუშაობას, რაღაც ასე მიგრძნობს გული“ - ნუკრი ქანთარია

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დილიდან კეთდება განცხადებები პარლამენტში. უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ რუსთავი 2 ჩათვლის, რომ პროცედურა დაირღვა, ტელეკომპანიას შეუძლია,გაასაჩივროს. მისივე თქმით, თუ კანონია დარღვეული, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას" - "სგს" განცხადებას ავრცელებს

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარებას უპრეცედენტო ფაქტად აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დავით გერლიანის დაკავების გამო პრემიერი შს სამინისტროს მადლობას უხდის

ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, ზედმეტსახელად სვანის დაკავებისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიების ეფექტურად ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"მშენებლობის ნაწილში ჩვენ ჩართულები არ ვართ"- ირინა იმერლიშვილი ატენის ქუჩის მცხოვრებლებს პასუხობს

ატენის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"პროცესის გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა აქვს"- გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიაზე

მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.  

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დაჭრა კორცხელში - დაცვის პოლიციელს საკუთარ სახლთან ესროლეს

დაჭრა კორცხელში - დაცვის პოლიციელს საკუთარ სახლთან გამთენიისას ესროლეს. თავდამსხმელთა ვინაობა და მოტივი უცნობია.

Читать дальше...