შვედეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანეს. ამგვარად, შვედეთის ისტორიაში ლევენი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ოპოზიციის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად უნდობლობა გამოუცხადეს.
სოციალ-დემოკრატი ლევენი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის ხელმძღვანელია, პროცედურის თანახმად, ახლა ან უნდა გადადგეს და პარლამენტმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებაზე, ან პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოაცხადოს. Читать дальше...