ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხალხი სამხრეთ ლიბანში დაბრუნებას იწყებს
ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა დაიწყეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებისკენ სვლა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჯარმა გააფრთხილა ლიბანელები, ჯერ არ დაბრუნდნენ შინ, სამხრეთ ლიბანში და არ მიუახლოვდნენ ისრაელის არმიის პოზიციებს. 14-თვიანი საომარი მოქმედების შემდეგ, 27 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ცეცხლი შეწყდა. აშშ-ში ტერორისტულად გამოცხადებული დაჯგუფება ჰეზბოლა და ისრაელის არმია შარშან ოქტომბრის შემდეგ სისტემატურად უშენდნენ ცეცხლს ერთმანეთს... Читать дальше...