სირიაში მეამბოხეებმა დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა
7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. Reuters-ის სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი წყაროებიდან მიიღოს მეამბოხეთა განცხადების დასტური. დარაას დაცემის შემდეგ ასადის ძალებმა უკვე მეოთხე მნიშვნელოვანი ცენტრი დაუთმეს მეამბოხეებს. ამ დროს ლიბანმა გამოაცხადა, რომ კეტავს ყველს სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, რომელიც სირიასთან აკავშირებს. Читать дальше...