მედიის ცნობით, მოსკოვში გენერალ კირილოვის ლიკვიდაცია უკრაინის სპეცოპერაცია იყო
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუცხადა უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას მედიასაშუალებები არ ასაჯაროებენ. მისი ინფორმაციით, დანაღმული სკუტერი იმ დროს აფეთქდა, როცა რუსი გენერალი თანაშემწესთან ერთად მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე სახლის სადარბაზოში შედიოდა. Читать дальше...