რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ილია იაშინზე. ძებნის ბარათზე ყურადღება "მედიაზონამ" გაამახვილა - მისი ცნობით, იაშინი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება. ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობები იაშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმეების აღძვრის თაობაზე.
თავად იაშინი აცხადებს, რომ არაფერი იცის ახალ დევნაზე. "როგორც ჩანს, სისხლის სამართლის საქმე ჩუმად აღძრეს, რათა პირდაპირ აეროპორტში დამაპატიმრონ, თუკი რუსეთში დაბრუნებას გადავწყვეტ. ეს, ცხადია, არ მაკვირვებს", - თქვა იაშინმა. Читать дальше...