შაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად ვეტერანი ირანელი მეთაური მოკლა. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ცნობით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ პალესტინური დანაყოფის უფროსი საიდ იზადია ირანის ქალაქ ყუმში მდებარე ერთ-ერთ ბინაზე თავდასხმის შედეგად მოკლეს.
ისრაელ კაცმა თქვა, რომ რომ იზადიამ დააფინანსა და შეაიარაღა პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასი“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის წინ, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა. „ეს არის სამართალი მოკლულთათვის და მძევლებისთვის. Читать дальше...