ახალი ცათამბჯენი და მერისა და მოქალაქეების განსხვავებული პოზიციები
ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის პირდაპირ, რუსთაველის 42-ში მდებარე ტერიტორია შემოღობილია. ამ ადგილას, სადაც წლების წინ ბათუმის აკვარიუმის აშენება იგეგმებოდა, კომპანია “ალიანს ჯგუფი” 54-სართულიან ცათამბჯენს აშენებს.