ტრამპი ამბობს, რომ არაფერში წასულა დათმობაზე პუტინთან შეხვედრის დროს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არაფერში წასულა დათმობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. ტრამპი, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ პუტინს არ შეთანხმებია ისეთ რამეზე, რაც საზიანო იქნებოდა შეერთებული შტატების ინტერესებისათვის. როგორც ტრამპმა 23 ივლისს ტვიტერში დაწერა, მან და პუტინმა „ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს, რაც თავისთავად კარგია“. იქვე მან „მანკიერი მედია“ დაადანაშაულა სამიტის უარყოფითად გაშუქებაში. პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპმა და პუტინმა რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვედრისას, რაც იყო მათი პირველი სამიტი 2017 წლის იანვარში ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. მეორე მხრივ, ამერიკელი ოფიციალური პირები არ ახსენებენ რაიმე სახის მნიშვნელოვან შეთანხმებას და არ ამხელენ სამიტის დროს გამართული შეხვედრების ბევრ დეტალს. ამ შეხვედრებს შორის იყო პუტინისა და ტრამპის პირისპირ შეხვედრას, რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები დაესწრნენ. ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ პრეზიდენტს შეეძლო ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის საზიანო დათმობებზე წასვლა.