ოკუპაცია: ჩემს სახლში სხვები ცხოვრობენ
დევნილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატოვებული სახლები ისე ენატრებათ, როგორც ოჯახის წევრი. სახლთან განშორება, სახლის მიტოვება დღესაც მთელი სიმძაფრით ახსოვთ. მიტოვებულ სახლებში, რომლებიც გადაწვას და განადგურებას გადაურჩა, ახლა სხვები ცხოვრობენ.