World News in Georgian
Март
2026

Новости за 16.03.2026

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთი ჰორმუზის სრუტის საკითხზე: მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები

„ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე წყლებში ბოლოდროინდელმა დაძაბულმა ვითარებამ ზეგავლენა მოახდინა საქონლითა და ენერგორესურსებით საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტზე, მოშალა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და მის მიღმა.

Radiotavisupleba.ge 

„არაფერიც არ იმუშავებს“: როგორ უმკლავდებიან მოსკოვსა და რეგიონებში ინტერნეტის გათიშვას

უკვე ერთ კვირაზე მეტია, მოსკოვის მოსახლეობა უჩივის მობილური კავშირისა და ინტერნეტის ფართომასშტაბიან გათიშვას. სამხრეთის ადმინისტრაციული ოკრუგის მაცხოვრებლებმა პირველებმა განაცხადეს მასობრივი გათიშვის შესახებ, ამის შემდეგ - ცენტრალური ადმინისტრაციული ოკრუგის მაცხოვრებლებმა. ამჟამად ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცნობები მოდის ყველა 12 ოკრუგიდან, რომელთაგან ზოგიერთის ხელისუფლება ბლოკავს საშინაო ქსელებსა და მობილურ მომსახურებას. რუსეთის რეგიონებში მოსკოველების საჩივრები თანაგრძნობას არ იწვევს: „ჩვენ დიდი ხანია ასე ვცხოვრობთ“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვის და რას დაეყრდნო ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” მომხსენებელი ანგარიშის წერისას - ინტერვიუ პატრიცია გრჟებიკთან

„დემოკრატიისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხე არის ოპოზიციის განადგურების მცდელობა,“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიცია გრჟებიკი, ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ვრცელი და კრიტიკული ანგარიშის ავტორი.

Radiotavisupleba.ge 

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პასუხობს კობახიძისა და პაპუაშვილის ბრალდებებს „ინტერესთა კონფლიქტზე“

„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორს, პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ.

Radiotavisupleba.ge 

კაია კალასი: რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც გვაქვს

„თუ ამ ომის დასრულება გვინდა, მოსკოვს ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს ამ ომისთვის და არა - მეტი“, - განაცხადა 16 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

Radiotavisupleba.ge 

“20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას, 35 წლით დასავლეთ ევროპას” - სურსათის სიძვირე ერთი პასუხით ისევ არ იხსნება

ქსელური მარკეტების წლიური ბრუნვა მილიარდიდან სამ მილიარდამდეა - ისინი ამტკიცებენ, რომ წლიური სუფთა მოგება 1%-ზე მეტს არ აღემატება. “ბაზრის ტოპ 4 მოთამაშე ვართ, რომლებიც ბაზრის მხოლოდ 40%-ს ვფლობთ”, - თქვა სხდომის ბოლოს "დეილი ჯგუფის" მფლობელმა, ბიზნესმენმა არჩილ გეგენავამ.

Radiotavisupleba.ge 

“ომი ახლა რომც დასრულდეს, ეს უბრალოდ პაუზა იქნება, შემდეგ რაუნდამდე” - არაშ აზიზი

“ირანს სერიოზული პრობლემები ელოდება. თუ ომი დასრულდა, ქვეყანას მოუწევს განადგურებული ეკონომიკის მართვა. მოუწევს სამხედრო შესაძლებლობების თავიდან აღდგენა. შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასები ვეღარ გადაუხადონ”

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ რეექსპორტს

16 მარტს ევროკომისიის პრესსპიკერმა შივონ მაკგარიმ ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ „პუბლიკის“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა:

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, პლასტმასის ბოთლების აკრძალვა შესაძლოა გადაიდოს

საქართველოში პლასტმასის მცირე ზომის ბოთლებში წყლის, წვენების, გაზირებული სასმლისა და ალკოჰოლის ჩამოსხმა 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს. დადგენილება 12 მარტს მიიღეს, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება გადაწყვეტილებას გადახედონ.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა კიდევ 4 პირი დაასანქცირა კრემლის სასარგებლოდ საინფორმაციო მანიპულაციისთვის

16 მარტს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებზე პასუხისმგებელი კიდევ ოთხი პირის დასანქცირებაზე.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა არა - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა არა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მხრიდან ექსპერტის არჩევაზე უარი ჩემდამი ნდობად აღვიქვი - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი

„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ავტორი, პოლონელი ექსპერტი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, საქართველოს გადაწყვეტილება, ანგარიშზე მუშაობის პროცესში არ გამოეყო ექსპერტი, ხელისუფლების მხრიდან ნდობად ჩათვალა.

Radiotavisupleba.ge 

აბსურდია - კობახიძე ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) საქართველოს საქმის გადაცემის შესაძლებლობაზე „მოსკოვის მექანიზმის“ შემდეგ

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის რეკომენდაცია საქართველოს საქმის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის შესაძლო გადაცემის შესახებ „აბსურდულია“.

Radiotavisupleba.ge 

"ვინ მოკლა ჩემი შვილი?" - 3 წელია, ანი იანუშაიტიტეს დედა ამ კითხვაზე ეძებს პასუხს

2023 წლის 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს, ნაგავსაყრელად ქცეულ სკვერში იპოვეს. 3 წელია, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიდის. სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედებოდა, სასამართლომ გაამართლა.

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ნატოს მისია არ არის

დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობის აღსადგენად, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამის შესახებ, როგორც BBC წერს, ლონდონში დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე: ვითარება სულ უფრო სერიოზულდება... ახლა ვლაპარაკობთ გადარჩენაზე

„დარწმუნებული ვარ, ეუთო და აგრეთვე „მოსკოვის მექანიზმი“ სათანადო შედეგებს მოიტანს და როგორც ევროკავშირმა კი - სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა 16 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე თბილისში შეხვდა ბელარუსის ვიცე-პრემიერ შულეიკას

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას უმასპინძლა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მორიგ შეტევას, მას საჰაერო ძალებმა „არატიპური“ უწოდეს

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო გასულ ღამით და დღეს დილითაც, რასაც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ „არატიპური“ უწოდა.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად კოალიციის შექმნაზე მუშაობს - Axios

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ოთხ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დღეს, 16 მარტს წერს გამოცემა Axios-ი. ტრამპს იმედი აქვს, რომ ახალი კოალიციის შექმნის შესახებ ამ კვირაში გამოაცხადებს. მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მათთან სალაპარაკო არაფერია, ელაპარაკონ სასამართლოს - პაპუაშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე დიალოგთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი უარით პასუხობს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ინიციატივას პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

Radiotavisupleba.ge 

პრემიერმა ტუსკმა „რეალური“ უწოდა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე-ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა დონალდ ტუსკმა თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა(Polexit) დღეს „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.

Radiotavisupleba.ge 

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სასამართლომ ცხრავე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ИА «Новости-Грузия» 

Курс лари на понедельник — 2,729 GEL/$

По сравнению с предыдущим значением курс грузинской национальной валюты повысился на 0,0031 лари по отношению к доллару

Radiotavisupleba.ge 

„ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ამერიკული „ოსკარის“ მფლობელი გახდა

ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზით, „ოსკარით“ დაჯილდოების 98-ე ცერემონია.