World News in Georgian
Март
2026

Новости за 30.03.2026

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ირანთან ომის დაფინანსებაში დახმარება სთხოვოს არაბულ ქვეყნებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა განიხილოს არაბული სახელმწიფოებისთვის ირანის ომის დაფინანსებაში დახმარების თხოვნის საკითხი.

Radiotavisupleba.ge 

ევროპის 29 ქვეყანაში სრულად ამოქმედდება საზღვრის კონტროლის ახალი სისტემა

10 აპრილიდან სრულფასოვნად ამოქმედდება ევროკავშირის შესვლა/გამოსვლის ახალი სისტემა (EES), რომელიც 2025 წლის 12 ოქტომბრიდან მუშაობს, პროგრესულად გავრცელდება ევროპის 29 ქვეყანაში: შენგენის 25 სახელმწიფოში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში.

Radiotavisupleba.ge 

ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია - საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს

მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის - საქართველოშიც. განსაკუთრებით გაძვირდა დიზელი. მსოფლიო გამოსავლს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებს. აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს ულტიმატუმით მიმართავს.

Radiotavisupleba.ge 

რუბიო ირანზე: ვაპირებთ მიზნების მიღწევას კვირებში, არა თვეებში

"მსურს ამერიკის ხალხმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ეთერს უყურებენ, იცოდნენ, რომ ეს [ოპერაცია ირანში] ფუნდამენტურად შეეხება მათი [ირანის] საჰაერო ბაზის განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი საზღვაო ძალების განადგურებას, რაც დიდწილად მიღწეულია; მათი ქარხნების განადგურებას, სადაც მთელ ამ იარაღს ამზადებენ - საკმაოდ კარგად მივდივართ ამის მიღწევისკენ და მათი რაკეტების გამშვებების არსებითად შემცირებისკენ, რომ მათ არ შეეძლოთ მომავალში დაემუქრონ თავიანთ მეზობლებს. ყველა ეს მიზანი ან წინსწრებით არის მიღწეული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა სასამართლოში ხანძრის გაჩენა მაისშიც სცადა

საქართველოს პროკურატურამ მეორე ეპიზოდზე წარუდგინა ბრალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

Radiotavisupleba.ge 

„შვილივით გაზრდილ ძაღლს ვერ ვპოულობ“ - მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდიდან წაიყვანეს

ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლები ერთად შეკრიბეს და ქუთაისის თავშესაფარში გადაიყვანეს. აქტივისტები შიშობენ, რომ ძაღლებს არ დააბრუნებენ.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შეუძლოდ გახდა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება დასჭირდა.

Radiotavisupleba.ge 

ბავშვებში გავრცელებულია ბრონქიოლიტი - სეზონური გრიპი ახალმა ვირუსმა ჩაანაცვლა

იაშვილის კლინიკაში ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ბრონქიოლიტის დიაგნოზით წევს. მიზეზი საქართველოში გავრცელებული რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ეს ვირუსი განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებს ერჩის. თებერვლის მეორე ნახევრიდან საქართველოში გავრცელდა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც ბრონქიოლიტს იწვევს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, ვირუსების კუთხით, შემთხვევების 53% ახლა სწორედ ამ ვირუსზე მოდის, გრიპი კი მხოლოდ - 3%-ზე. პაციენტს ძალიან უჭირს სუნთქვა... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Визит Константинопольского патриарха Варфоломея в Тбилиси вызвал общественную дискуссию

Представители консервативных движений провели в Тбилиси акции в поддержку традиционных духовных связей, подчеркнув значимость многовекторного наследия покойного патриарха Илии II

Radiotavisupleba.ge 

"შეიქმნან ის ახალგაზრდები... რომლებიც სცენას არ გამოიყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად" - მარიამ ლაშხი საკომიტეტო მოსმენაზე

განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლების გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშს უსმენდნენ,

Radiotavisupleba.ge 

შსს ამბობს, რომ ძალადობრივი ნეონაცისტური ჯგუფების კიდევ 13 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნეონაცისტური ჯგუფის წევრები დააკავეს. დამატებითი ბრალი წაუყენეს უკვე ციხეში მყოფ ოთხ ადამიანს.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: უკრაინა მზად არის „სააღდგომო ზავისთვის“

უკრაინა მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად აღდგომის დღესასწაულის დღეებში და საერთოდაც მზად არის საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, თუ რუსეთის მხრიდანაც მსგავსი მზადყოფნა იქნება. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის უკრაინის და რუსეთის, 2026 წელს აღდგომას აღნიშნავენ 12 აპრილს.პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ნორმალური ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს პატივს სცემენ, საუბრობენ არა დროებით, არამედ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Грузинская оппозиция летит просить помощи Вашингтона

На фоне замороженного стратегического партнерства оппозиционеры намерены добиться персональных ограничений против руководства "Грузинской мечты", в то время как правящая партия называет эти попытки "политическим юмором", не имеющим веса при президенте Трампе

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთმა Apple დააჯარიმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციის დარღვევისთვის

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკული კორპორაცია Apple 390 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა სანქცირებული რუსული კომპანიისთვის თანხების გადარიცხვისთვის. ჯარიმა უნდა გადაიხადოს ამერიკული კორპორაციის შემადგენლობაში მყოფმა Apple Distribution International Limited-მა(ADI), რომელიც ირლანდიაშია დარეგისტრირებული. 2022 წლის ივნის-ივლისში ADI-მ დაახლოებით 636 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა რუსულ სტრიმინგ-სერვისს Okko. 2022 წლის მაისამდე Okko-ს მფლობელი იყო რუსეთის სახელმწიფო ბანკი Сбербанк, რომელმაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სემეკმა დენის ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გააძვირა - 17%-დან 33%-მდე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები დაახლოებით ხუთი თეთრით გაზარდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

Radiotavisupleba.ge 

ლიბანში დაიღუპა გაეროს ერთი მშვიდობისმყოფელი და ერთი დაიჭრა

ლიბანის სამხრეთში, გაეროს სამშვიდობო მისიის პოზიციებზე ჭურვის აფეთქების შედეგად მისიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანი ოფიციალურად დაასახელეს სომხეთის პრემიერობის კანდიდატად

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“, 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი.

Radiotavisupleba.ge 

ირანში მოკლულია ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფის მეთაური

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი. ცნობა მისი სიკვდილის შესახებ დღეს, 30 მარტს გაავრცელა ირანის სახელმწიფო სააგენტომ IRNA. მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. IRNA-ს თანახმად, პოლკოვნიკი ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 2026 წლის 28 თებერვალს, ირანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპს ირანის ნავთობი სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ნავთობი სურს და არ გამორიცხავს, რომ დაიპყრობენ კუნძულ ხარქს, საიდანაც ირანი ახორციელებს ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე მასირებული შეტევა იყო, ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, რომელიც ამ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფეთქებები იმით ახსნა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებდნენ.

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ს განცხადებით, ირანის მძიმე წყლის საწარმოო ატომური რეაქტორი აღარ მოქმედებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) კვირას განაცხადა, რომ მძიმე ზიანი განიცადა და აღარ მუშაობს ირანის მძიმე წყლის საწარმოო რეაქტორი ხონდაბში, რომელზეც, ქვეყნის თანახმად, 27 მარტს თავდასხმა განხორციელდა. ობიექტზე დეკლარირებული ბირთვული მასალა არ ინახება, - დასძინა სააგენტომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ხონდაბის რეაქტორი, რომელიც არაქის ბირთვული კომპლექსის ნაწილია, 2025 წლის ივნისში დაიბომბა ისრაელის ავიაციის მიერ.