"საერთაშორისო კონფერენციებზე ჩემი გამოსვლის პირველი 10 წუთი ყოველთვის ეძღვნება აფხაზეთის პრობლემატიკას. ეს არის ჩემთვის უმთავრესი"
დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ერთი ნაწილის (და არა მხოლოდ) პროტესტი გამოიწვია ერთ-ერთი გერმანული მედიასაშუალების მიერ აფხაზეთის შესახებ მომზადებულმა ვიდეო-სიუჟეტმა. საგანგებო პეტიციაც დაიდო და მასზე ხელმოწერები ამ დრომდე გრძელდება.