World News in Georgian

ქუთაისსა და თბილისში რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციასა და მოვლაში 11 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დედაქალაქსა და ქუთაისში რაგბის სტადიონებზე ბალახის დათესვაში, რეაბილიტაციასა და სპორტული მოედნების მოვლაში 11 081 769 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ირკვევა შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტებით, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონტრაქტორს ტენდერის გარეშე შეარჩევენ.

„მთლიანი პროექტი მოიცავს 5 რაგბის მოედნის სრულ რეაბილიტაცია-მომსახურებას, მათ შორის: ნიადაგის სამუშაოებს, სარწყავი სისტემების განახლებას, რულონური/ბუნებრივი გაზონის მოწყობას, ჰიბრიდული ბოჭკოს სისტემის ინექციას და 6-თვიან მოვლა-პატრონობას“, - წერია შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე.

სამუშაოები ჩატარდება:

ქუთაისი – „აია“ №1 ძირითადი მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²);ქუთაისი – „აია“ №2 სავარჯიშო მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²); ქუთაისი – „აია“ №3 სავარჯიშო მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,350 მ²);თბილისი – ავჭალის რაგბის მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 10,200 მ²);თბილისი – „შევარდენი“ რაგბის მოედნის რეაბილიტაცია (ფართობი: 9,646 მ²).შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამუშაოები უნდა დასრულდეს 2026 წლის 20 ივნისამდე, რათა მზად იყოს 20 წლამდე ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

Читайте на сайте