Июль
2016

Новости за 27.07.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრემიერის და მინისტრების შეხვედრა დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრს და მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიალი - ხმის მიცემა უკვე დაწყებულია

28 აგვისტოს ნიუ იორკის madison square garden-ში ​ MTV-ის ჯილდოს მფლობელებს გამოავლენენ. უკვე ცნობილია ფავორიტების ვინაობა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პირველად ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობისთვის ქალი იბრძოლებს

ჰილარი კლინტონი დემოკრატების პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია. ფილადელფიაში მიმდინარე ყრილობაზე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს და პირველი ქალი გახდა, რომელიც პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად იბრძოლებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი და მერიის დაკავებული მაღალჩინოსანი

კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი და მერიის დაკავებული მაღალჩინოსანი. მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იმ დროს დააკავეს, როცა მან უცხოელ ბიზნესმენს ქრთამის ნაწილი გამოართვა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ოპერაში დაწყებული დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს

ოპერაში დაწყებული დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თქმით, მის წინააღმდე აგორებული კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირთან ის სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. თამარ ივერს ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი მორალური ზიანისთვის სასამართლოში დაუპირისპირდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ

ამბასადორიალის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ. ტექნო პარკში დიპლომატები მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო პროექტებს გაეცნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დაპირისპირება კორცხელში - საქმეზე კახა კალაძის დაკითხვას მესამე სექტორი ითხოვს

კორცხელში არჩევნების დღეს მომხდარი დაპირისპირების შესახებ კახა კალაძეს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ვიცე პრემიერი კალაძე გამომძიებლების მიერ უნდა დაიკითხოს, ამის მიზეზად კი მესამე სექტორში კალაძის მიმართ დაგროვებულ კითხვებს მიიჩნევენ. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დასაქმება და სიღარიბე - NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემები უცვლელია

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგი კვლევების პირველი ნაწილი დღეს გასაჯაროვდა. მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი, კვლევის შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ გამოკითხულებს ყველაზე მეტად დასაქმება აწუხებთ და სამუშაო ადგილების არ არსებობას - 56%-ით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ, სიღარიბე გაიზარდა 62%-ისთვის, გამოკითხულთა 33% კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრეზიდენტის ოჯახის წევრის გამოკითხვა პროკურატურაში - ადვოკატი სამართალდამცველთა მხრიდან დარღვევებზე საუბრობს

რამდენიმე საათიანი გამოკითხვა დასრულებულია. რეზიდენტის ოჯახის წევრმა, მინდია გოგოჭურმა, მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დასრულდა

წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია მოისმინა უწყებათაშორისმა კომისიამ. კანონის თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის ჩამოყალიბებული მექანიზმი მეორე სხდომას მართავს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პროკურატურაში მისვლას ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე გეგმავს

მოსამართლეების და ქვეყნის უმაღლესი პირების შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე სავარაუდოდ, გაფართოებული შეხვედრა შედგება, რომელშიც ხელისუფლების ყველა შტოს პირველი პირი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი, პროკურატურას ჩვენებებს მოსამართლეები აძლევენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს უწყება უკვე ჩაბარებული აქვს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ზეწოლა მოსამართლეებზე - გიორგი პაპუაშვილი უახლოეს პერიოდში მთავარ პროკურორს შეხვდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება. განცხადება პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრები იკრიბებიან. რამდენიმე წუთის წინ კანცელარიაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მივიდნენ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სომხეთის ოპოზიცია ირწმუნება, რომ შეიარაღებულ პირებს ექიმები მძევლად არ აუყვანიათ

სომხეთის ოპოზიცია ირწმუნება, რომ პოლიციის შენობაში მყოფ შეიარაღებულ პირებს ექიმები მძევლად არ აუყვანიათ. მათივე თქმით, აქტივისტები მზად არიან მედიკოსები გაათავისუფლონ, თუ მათ სხვა ბრიგადა ჩაანაცვლებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ახალგაზრდა ქალისა და 3 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ხვალ სასამართლოს წინაშე წარსდგება

ახალგაზრდა ქალისა და 3 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ხვალ სასამართლოს წინაშე წარსდგება. ფონიჭალაში მომხდარი სასტიკი დანაშაული სამართალდამცველებმა 5 თვიანი გამოძიების შემდეგ დაასრულეს. მამაკაცი, რომელმაც დედა-შვილს დანით ათობით ჭრილობა მიაყენა, ოჯახის ახლობელია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრაზე მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში საქართველოს პერმიერმინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა იწყება. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ისაუბრებენ. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

აფეთქება გერმანიაში - ამ წუთებში ბავარიაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აფეთქება გერმანიაში. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბავარიაში, ერთ-ერთ დევნილთა მიმღებ ცენტრთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

უშბის ექსპედიცია - ქართველი მთამსვლელები მყინვარწვერზე

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინიციატივით უშბის ექსპედიცია დაიწყო. 5 ქართველი მთამსვლელი ამჟამად, უშბის ჩრდილოეთ მწვერვალზე იმყოფება. ბიძინა გუჯაბიძე, ზურა კვესტაძე, ბექა ფაჯიშვილი, ლევან ბუიღლიშვილი და ირაკლი გუჯაბიძე მყინვარზე 26 ივლისს ავიდნენ. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ივერის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თქმით, მის მიმართ განვითარებული მოვლენები იყო დადგმული კამპანია და ის ერთ-ერთ არტისტს, თამარ ივერს ასახელებს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"უნდა ეცადო, რომ კაცად დარჩე" - თამარ ივერი დავით კინწურაშვილს მიმართავს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ივერს სასამართლოში უჩივლებს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ჩემს მიმართ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა" - დავით კინწურაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დღემდე კამერებთან არ გამოჩენილა. დღეს კი მან ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისაც. დავით კინწურაშვილის მიაჩნია, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობდა იმისთვის, რომ მას საკუთარი ნებით დაეტოვებინა თანამდებობა. მისივე თქმით, ეს იყო მის მიმართ დაგეგმილი კამპანია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ამ წუთებში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას ისმენს ამ წუთებში უწყებათაშორისი კომისია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრემიერი "ივლიტას ბიბლიოთეკაში" წარჩინებულ სტუდენტებსა და ოქროს მედალოსნებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გურიანიუსის ჩოხატაურის ოფისში, ივლიტას ბიბლიოთეკაში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებულ სტუდენტებსა და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ შიდა კვარტალური გზები უფრო მეტად მოწესრიგდეს"- დავით ნარმანია

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შიდა კვარტალური გზები უფრო მეტად მოწესრიგდეს"- ეს განცხადება თბილისის მერმა NDI-ის კვლევის შედეგთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, გარემოს დაბინძურება და გზებია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"არ ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული საკითხია"- გვენეტაძე

"ციფრებზე დაყრდნობით მე არ ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული საკითხი არის საქართველოში,"- ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა.

Читать дальше...