Июль
2016

Новости за 31.07.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში იმედს გამოთქვამს, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო მენეჯმენტი არ შეიცვლება

ბრიტანეთს საქართველოში რამდენიმე კვირაში ახალი ელჩი ეყოლება. 24 აგვისტოს მოქმედ ელჩს ვადა ეწურება, რის გამოც ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოს დატოვებს. ბრიტანელი დიპლომატი საქართველოში ოჯახთან ერთად 3 წელია ცხოვრობს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

მარნეულში საღამოს 06:00 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის

საღამოს 06:00 საათის შემდეგ მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ დადის. მარნეულის ცენტრიდან სოფლებში წასვლა კერძო მიკროავტობუსებითაც შეიძლება, მაგრამ გვიანობამდე არც ეს ტრანსპორტი მოძრაობს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თერჯოლაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდა დაფიქსირდა

თერჯოლა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდის ის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 144-ით გაიზარდა, დაფინანსება კი 1.2 მილიონით და 7.5 მილიონს გადასცდა, რაც მთელი რაიონის ბიუჯეტის მესამედია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ქამრან მამედოვი დაფინანსების განაცხადზე 0 ქულის დაწერას ეთნიკური დისკრიმინაციად მიიჩნევს

აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, ქამრან მამედოვი სექტემბერში სასამართლოს ელოდება, სადაც გაირკვევა რამდენად სამართლიანად უთხრეს უარი სწავლის დაფინანსებაზე და შეეძლოთ თუ არა მისთვის 0 ქულის დაწერა. მამედოვი 0 ქულით შეფასებას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად ხსნის. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ახალი სახალხო მოძრაობა საბჭოთა კავშირის გერბისა და დროშის ქვეშ

გორის შემდეგ საბჭოთა კავშირის გერბი და დროშა ბათუმში გამოჩნდა. შავი ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ საცეკვაო დარბაზში სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო დაფუძნდა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სკანდალი - როგორ აღმოჩნდა საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე პოსტსკრიპტუმს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

კიდევ ერთ თავდასხმა და დაშავებული ტეხასის ქალაქ ოსტინში

სპეცოპერაცია ტეხასის ქალაქ ოსტინში ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ბართან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

არქეოლოგებმა თელავში გვირაბების კომპლექსს მიაკვლიეს

არქეოლოგიური გათხრების დროს თელავში, სპეციალისტებმა, გვირაბების კომპლექსს მიაკვლიეს. აგურებით მოპირკეთებულ შესასვლელს, სადაც რამდენიმე მეტრზე წყალი დგას, სპეციალისტები შეისწავლიან.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

რუსთაველის თეატრში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

რუსთაველის თეატრში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრნენ. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დღესვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინ​ჯაოს მედლები გადაეცათ. ეს ქიმიის უკვე 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა იყო და ის საქართველოში პირველად ჩატარდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"The Biltmore Hotel Tbilisi-ის" გრანდიოზულ გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება

გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი მიმდინარეობს ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში. ღონისძიება ახალი სასტუმროს The Biltmore Hotel Tbilisi​-ს გახსნას უკავშირდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ქართულმა ოცნებამ" გორში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ ცოტა ხნის წინ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია გორის ცენტრში გაიმართა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" შიდა პარტიულ არჩევნებს ატარებს

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო ქუთაისის 47-ე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის გამოსავლენად შიდა პარტიულ არჩევნებს ატარებს. ამომრჩეველს საშუალება აქვს პირდაპირი გზით მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის პროცესში. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"დარწმუნებული ვარ კარგი თავდაცვის მინისტრი გვეყოლება, რომელიც გააგრძელებს ჩვენს სტრატეგიულ კურსს,"- ალექსანდრე ჯეჯელავა

მმართველ გუნდში მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ. თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ შეუწყდებათ. მათ შემცვლელებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ისლამური სახელმწიფოს მორიგი თავდასხმების სერიას ერაყში მსხვერპლი მოჰყვა

ისლამური სახელმწიფოს მორიგი თავდასხმების სერია ერაყში - ტერორისტების სამიზნე ქალაქ კირკუკში მდებარე ენერგო ობიექტები გახდა. ISIS-ის მებრძოლები ნავთობსაცავის ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრნენ და რამდენიმე რეზერვუარი ააფეთქეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სასტუმრო "ბილთმორ თბილისის" გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით დედაქალაქში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

სასტუმრო ბილთმორ თბილისის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით დედაქალაქში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

შალვა ნათელაშვილმა ყვარელში ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ყვარელშიწინასაარჩევნო შეხვედრა  გამართა. შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ერევანში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის-"სასნა ცრერის" წევრები პოლიციას არ ნებდებიან

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა. პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც შეიარაღებული აქტივისტები იმყოფებიან, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. დეტალებს ოფიციალური პირები არ ახმაურებენ. ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული, ძალოვანებს კი გაუფრთხილებლად სროლის უფლება აქვთ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ხმაური ქობულეთში - პატიმრობაში მყოფი რევაზ კარალიძის ოჯახის წევრებმა მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქობულეთში. პატიმრობაში მყოფი რევაზ კარალიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სროლას ტეხასში მხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ამ წუთებში ტეხასის ქალაქ ოსტინში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ველოსიპედებით მსვლელობა, რომელშიც ელენე ხოშტარია მონაწილეობდა დასრულებულია

ველოსიპედებით მსვლელობა გაიმართა დღეს თბილისში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ მოხალისეებთან ერთად მსვლელობა კუს ტბის ასახვევიდან დაიწყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაასრულა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, ლევან ვარშალომიძემ და საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ელენე ხოშტარია ახალგაზრდებთან ერთად ველოსიპედებით მსვლელობას მართავს

ამ წუთებში თბილისშიველოსიპედებით მსვლელობა იწყება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია და მოხალისეები კუს ტბის ასახვევთან იკრიბებიან.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ჰარი პოტერის ახალი წიგნი გაყიდვაში გამოვიდა

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ჰარი პოტერის ახალი წიგნი გაყიდვაში გამოვიდა. ჯოან როულინგის ახალი ნამუშევარი სახელწოდებით ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი ჯერ კიდევ გაყიდვაში გამოსვლამდე გახდა ბესტსელერი. შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში პირველი ტირაჟი წინასწარ გაიყიდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ნარმანია ფიქრობს, რომ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს საკრებულო დაამტკიცებს

თბილისის მერს დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მის მიერ თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ადგილზე დასახელებულ კანდიდატებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ლიუკ აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა

ამერიკელმა ექსტრემალმა რეკორდული ნახტომი განახორციელა. ლიუკ აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა და გადარჩა. თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ 42 წლის აიკინსმა ორი წუთი იფრინა, რის შემდეგადაც სპეციალურად დამონტაჟებულ ბადეზე დაეშვა.

Читать дальше...