როგორ აკრძალეს ოლიგარქის პრორუსული პარტია მოლდოვაში
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ღიად პრორუსული პარტია „შორი“ ქვეყანაში კონსტიტუციასთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. 19 ივნისის გადაწყვეტილებით შეიქმნა საფუძველი პოლიტიკური ძალის აკრძალვისთვის. პარტიის თავმჯდომარეა დასავლეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქი, ძებნილი ილან შორი.