ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი - კალაძე
„ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც [აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. მან 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვას: „ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. Читать дальше...