World News in Georgian
Февраль
2026

Новости за 13.02.2026

Radiotavisupleba.ge 

„საბრძოლო მტრედები“ და „ბიოდრონები“ რუსეთის არმიაში. რა შუაშია პუტინის ქალიშვილი?

ყირიმის ანექსიამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, რუსულმა მედიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით დაიწყეს დეზინფორმაციული ცნობების გავრცელება იმაზე, რომ თითქოს უკრაინაში მოქმედებდნენ პენტაგონის ბიოლაბორატორიები ე.წ. ბიოდრონების გამოსაყვანად.

Radiotavisupleba.ge 

სპორტულმა სასამართლომ უარყო უკრაინელი სკელეტონისტის სარჩელი IOC-ის წინააღმდეგ

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) უარყო უკრაინელი სპორტსმენის, სკელეტონისტ ვლადისლავ ჰერასკევიჩის სარჩელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ. სპორტსმენმა გაასაჩივრა დისკვალიფიკაცია მისი „ხსოვნის ჩაფხუტის“ გამო. „ვადასტურებთ, რომ გამოხატვის თავისუფლება დაშვებულია ოლიმპიადაზე, მაგრამ არა შეჯიბრების ადგილას. მოსამართლემ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები და მიიღო გადაწყვეტილება IOC-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად“, განაცხადა CAS-ის გენერალურმა მდივანმა მეთიუ რიდმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ბელგოროდზე, არის მსხვერპლი

უკრაინის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. ბოლო ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

Radiotavisupleba.ge 

ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები - რა შეიცვალა გიგა ავალიანის საქმეში?

ბრალის დამძიმებას პროცედურულ ჩიხში შეჰყავს გიგა ავალიანის საქმე - ამტკიცებენ ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები. ერთი მხრივ, პროკურატურა ამ შეფასებას არ ეთანხმება, მეორე მხრივ კი - გამოსავალს ეძებს. არ არის გამორიცხული გამოძიებამ საქმე სასამართლოდან უკან გაიხმოს.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის თქმით, რუსეთს სამშვიდობო გარიგება სურს და "ზელენსკი უნდა ამოძრავდეს"

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძემ გრანტის მართვის სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან მოხსნა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების მართვის სააგენტოს“ დირექტორი, თამარ ზოდელავა თანამდებობიდან მოხსნა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნა. შესაბამისი ბრძანება მან 21 იანვარს გამოსცა.

Radiotavisupleba.ge 

მერცი მიუნხენის კონფერენციაზე: დასრულდა წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი

წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი წარსულს ჩაბარდა, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარასკევს, 13 თებერვალს, უსაფრთხოების საერთაშორიო კონფერენციაზე მიუნხენში.

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ტრამვაის გასაყვანად ₾416 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ დღეს, 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ამ ხაზმა დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დააკავშიროს.

Radiotavisupleba.ge 

ყველა ლარი დათვლილია - როდის იყიდის ელისო პროდუქტს უფრო იაფად?

„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს პირობა დადო, რომ გაძვირებულ პროდუქტებზე ფასს შეამცირებს, ამის შედეგს კი ხალხი აპრილში იგრძნობს.

Radiotavisupleba.ge 

„86% საიდან მოვიდა? ფასნამატი 185%-ია“ - „ფასების კომისიამ“ ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს მოუსმინა

„გაზარდეთ თუ არა ფასები ბოლო დროს?“ - ჰკითხეს ხილ-ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებს, სადავო პარლამენტის სასურსათო პროდუქტზე მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიის რიგით მესამე სხდომაზე.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ახალი სანქციების პროექტი კრემლის ნავთობის შემოსავლების ჩასაკეტად

აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზანში იღებს იმას, რასაც ისინი კრემლის მთავარ ფინანსურ საყრდენად მიიჩნევენ — ნავთობის ექსპორტს.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება ჟენევაში

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება ჟენევაში. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

Radiotavisupleba.ge 

Reuters: აშშ-მა ინდურ კომპანიას ნება დართო, ვენესუელის ნავთობი შეისყიდოს რუსული მაგიერ

აშშ-მა ინდოეთის კომპანია Reliance Industries Ltd.-ს ლიცენზია მისცა, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ვენესუელიდან ნედლი ნავთობის პირდაპირ შეძენის საშუალებას აძლევს, იტყობინება Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით.

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg: ევროპის ქვეყნები საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემაზე მსჯელობენ

ევროპის ქვეყნები ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მსჯელობენ საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემის შექმნაზე, რადგან შეერთებული შტატები აღარ არის საიმედო მოკავშირე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება სიტუაციაში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეულ 91 გემს

უკრაინის სახელმწიფომ რუსეთის პორტებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის სანქციები დაუწესა 90-ზე მეტ გემს.

Radiotavisupleba.ge 

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში - "საქართველოს რკინიგზა" ოვერჩუკის ნათქვამზე აფხაზეთის რკინიგზის შესახებ

"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე „საუბარი არ არის“ და „აბსოლუტურად გაუგებარია“, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს - ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ესტონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ესტონეთის მთავრობას საქართველოში გამოგზავნილი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარმი, რომელიც 2024 წლიდან მუშაობდა ამ პოზიციაზე, სომხეთში გადაჰყავს.

ИА «Новости-Грузия» 

BBC ответила Грузии по материалу о применении химоружия против протестующих

По итогам расследования, СГБ установило, что ни один свидетель, на чьих показаниях основывалась информация BBC, не подтверждал, что данные касались отравляющего вещества "камит"

Radiotavisupleba.ge 

„ირანში ქართველების ჩასვლის 410-ე წლისთავი“ - ეწერა ირანის საელჩოს ღონისძიების მოსაწვევს

11 თებერვალს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მოწყობილ ღონისძიებაზე აღნიშნეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი. ამასთან დაკავშირებით თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს.

Radiotavisupleba.ge 

სარჩელზე BBC-ის პასუხის შემდეგ „ოცნება“ დავას აგრძელებს - ამჯერად „შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ უპასუხა „ქართული ოცნების“ საჩივარს დეკემბერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, პარტია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძის 9 წლით დაპატიმრებას ითხოვს

მოსკოვში დაუსწრებლად ასამართლებენ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანს, ეკატერინა კოტრიკაძეს. მას პროკურატურა ბრალს სდებს რუსი სამხედროების შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში.

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს პოლიციელი, რომელმაც მსჯავრდადებულის არასრულწლოვან შვილს „გადამოწმებისას“ აგინა

პროკურატურამ დააკავა პოლიციელი, - სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე, - რომელმაც არასრულწლოვანი ქუჩაში გააჩერა, „მეურვის თანდასწრების გარეშე“ გამოჰკითხა, ტელეფონის გახსნა სთხოვა და უარის შემდეგ აგინა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარებმა „დამანგრეველი“ დარტყმა მიაყენეს ოდესის ოლქის ენერგოობიექტებს

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. მორიგი იერიში შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის, მასშტაბური ნგრევისა და ხანძრების შესახებ იუწყება.