World News in Georgian
Февраль
2026

Новости за 21.02.2026

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთში საავადმყოფოში მოათავსეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

შაბათს სოხუმის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს აფხაზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეშსოუ კაკალია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. რა ვითარებაში დაიჭრა კაკალია, ამის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის გარემოებებს იძიებენ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და გამოცხადებულია დაკავების გეგმა. ასევე აღინიშნა, რომ გამოძიების შედეგების საფუძველზე მიღებულ იქნება პროცედურული გადაწყვეტილება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Amnesty International-ის თანახმად, ირანში სულ ცოტა 30 აქტივისტს ემუქრება სიკვდილით დასჯა

ირანში სულ მცირე 30 აქტივისტს ემუქრება სიკვდილით დასჯა ბოლო დროს ქვეყანაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო.

Radiotavisupleba.ge 

Axios: აშშ განიხილავს ირანის ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობას

ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც განიხილავს შეერთებული შტატები, არის ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეისა და მისი 56 წლის ვაჟის, მოჯტაბას მოკვლა.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების კაპიტნებს

შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ახალი სანქციები დაწესდა, კერძოდ, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემების 225 კაპიტნის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებენ. ამის შესახებ მისი პრესსამსახური იტყობინება. ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს შეზღუდვების ორ ახალ პაკეტზე. ისინი მოიცავს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, ქვეყნის თავზე ფრენის აკრძალვას და მიწის შესყიდვის აკრძალვას. სანქციების... Читать дальше...

ИА «Новости-Грузия» 

Грузинский язык: один из древнейших живых языков мира – видео

Грузинский язык – уникальный изолированный язык картвельской семьи, не имеющий родственных связей с индоевропейскими языками. Его история насчитывает тысячи лет и берет начало во временах до нашей эры.

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გაცემა

უნგრეთი აპირებს დაბლოკოს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს (106 მილიარდი აშშ დოლარის) ოდენობის სესხის პაკეტი, რომელიც ადრე დაამტკიცა ევროკომისიამ.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დრონებით იერიშს ნგრევა მოჰყვა ოდესასა და სუმიში

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20-21 თებერვლის ღამით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას ერთი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 120 დრონით შეუტიეს. დაფიქსირდა დარტყმები რაკეტით და 13 მოიერიშე დრონით 11 სამიზნეზე, თავდასხმა გრძელდება.

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში აქცია გაიმართა 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგ

შაბათს რუსთავში, რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა ახალი ნორმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 2026 წლის აპრილიდან კრძალავს 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს.

Radiotavisupleba.ge 

„კულტურული საუბრები“ კულტურაზე - რა ეშველება დამოუკიდებელ თეატრს?

„ეს კულტურული საუბრები ამოვიდა ყელში. ჩემმა ცოლმაც ეს პიჟონური სვიტრი ჩამაცვა, უნდოდა კულტურულ კაცად გავესაღებინე, მაგრამ არ ვარ, ბატონო, კულტურული კაცი“... - ამბობს სპექტაკლ „ხრამუნას“ ერთ-ერთი პერსონაჟი, შემდეგ ვარდისფერ ჯემპრს იხდის და დივანსა და მაგიდაზე დარბის.

Radiotavisupleba.ge 

„უვარგისი“ თევზის კონსერვი შს და თავდაცვის სამინისტროებისთვის - „კულას“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან.

Radiotavisupleba.ge 

„რიგითი მოქალაქისთვის სიზმარშიც წარმოუდგენელია“ - ბაჩიაშვილის პატიმრობა და ივანიშვილის ფინანსური ინტერესი

ერთ დღეში ოთხი გადაწყვეტილება ორ სასამართლოში, მაქსიმალური შედეგით - სისხლის სამართლის სამ საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლება ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. გიორგი ბაჩიაშვილი მორიგდა ბიძინა ივანიშვილთან, რომლის "პირად ტყვედაც" თვლიდა თავს.

Radiotavisupleba.ge 

მსახიობები ტოვებენ „ახალ თეატრს“, საიდანაც ჩამოხსნეს აქციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი

სულ მცირე ოთხმა მსახიობმა დატოვა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ - თეატრი, რომლის მსახიობიც იყო 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძე და რომლის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნასაც მიმდინარე კვირაში თეატრში დაპირისპირება მოჰყვა.