World News in Georgian
Февраль
2026

Новости за 16.02.2026

Radiotavisupleba.ge 

ტელესერიალ "თეირანის" პროდიუსერი ათენში სასტუმროში მკვდარი იპოვეს

ტელეპროდიუსერი დანა ედენი, რომელიც ისრაელის პოპულარული ჯაშუშური ტრილერის, „თეირანის“ თანაავტორია, ათენის ცენტრში, სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვეს, - ამის შესახებ 16 თებერვალს საბერძნეთის პოლიციამ AFP-ს აცნობა.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი. ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ასეთი დარტყმები თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას ართულებს. რუსეთის და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ახალი მოლაპარაკების წინა დღეს, ზელენსკიმ, თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თავდასხმებს “ავითარებს”, რომ იერიშები იარაღის კომბინაციას წარმოადგენს და განსაკუთრებულ თავდაცვას მოითხოვს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სალამ“: ე.წ. განათლების რეფორმით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა ბუნდოვანი ხდება

სათემო ორგანიზაცია „სალამ“, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობს, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმით ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული ხდება.

Radiotavisupleba.ge 

ყველაზე იაფი ბინა $300 ათასი, ყველაზე ძვირი - 5.5 მილიონი - ახალი არაბული ინვესტიცია თბილისის თავზე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონდომებით არეკლამებენ კომპანია Mira Developments-ის ახალ “ბრენდირებულ” სამშენებლო პროექტს თბილისის ქედზე. „პრემიუმ კლასის“ Mira Verde-ში ცხროვრება ასობით ათასი დოლარი ეღირება.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნების წინ მხარდაჭერას დაჰპირდა - „თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა“

უნგრეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.

Radiotavisupleba.ge 

ფოტო ინტერნეტში რომ არ „ეთრიათ“ - რა თქვეს „4 ოქტომბრის“ საქმის დაზარალებულმა პოლიციელებმა სასამართლოში

ამ სტატიაში წაიკითხავთ, პოლიციელების ვერსიას, რატომ ეკეთათ ნიღაბი აქციაზე. ამ თემით „4 ოქტომბრის საქმის“ ადვოკატები დაინტერესდნენ. დღეს დაკითხულ სამივე პოლიციელს დაზარალებულის სტატუსი აქვს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დემონსტრანტებმა დაზიანებები მიაყენეს.

Radiotavisupleba.ge 

FT: "ვაგნერის" "ვერბოვშიკები" ევროპაში დივერსიების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ

„Financial Times“-ის ცნობით, რომელიც დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოებისა და ევროპელი მოხელეების წყაროებს ეყრდნობა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში” დასაქმებული პირები, რომელთა ამოცანა გადაბირება იყო - "ვერბოვშიკები"- ევროპაში დივერსიის ჩამდენთა მთავარი მძებნელები გახდნენ.

Radiotavisupleba.ge 

მთელს რუსეთში იმართება ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები

მთელს რუსეთში იმართება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ის 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა სოფელ ხარპში, კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.

Radiotavisupleba.ge 

„შვილის დაბადების დღის მეშინია“ - ბავშვები დიუშენის სინდრომით

ეს ამბავი არ არის 85 წლის ცისანა ტეფნაძეზე, რომელიც ჩუმად დგას მთავრობის ადმინისტრაციის წინ, შვილიშვილის ეტლის გვერდით და თითქოს რომ მისგან არავინ ელის, უცებ სცილდება ეტლს, ხალხს გვერდს უვლის, მეგაფონს ართმევს ახალგაზრდა კაცს, ტუჩებთან ახლოს მიაქვს და ტუფით მოპირკეთებულ შენობას შესძახის:

Radiotavisupleba.ge 

„არასაწორად აღიქვა თავისი როლი“ - საკონსტიტუციომ უარი თქვა მოსამართლე ხუჭუას წარდგინებების განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა იმსჯელოს, არის თუ არა არაკონსტიტუციური ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დარღვევის განმეორებამდე არ გადაიხადეს წვრილმანი ხულიგნობისთვის ან პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დაწესებული სანქცია.

Radiotavisupleba.ge 

რით მოწამლეს ალექსეი ნავალნი?

ალექსეი ნავალნის სიკვდილის დღიდან თითქმის ორი წლის თავზე გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდისა და გერმანიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნივთიერება ეპიბატიდინი.

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი დავაყენეთ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი აცხადებს, რომ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი დააყენეს. ამის შესახებ ისაუბრა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის და გეგრმანიის სამხედრო მეთაურები ევროპაში რუსეთის თავდასხმის შესახებ გაფრთხილებით გამოდიან

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის არმიების მაღალი რანგის სარდლები სასწრაფოდ მოუწოდებენ ევროპელებს, მოემზადონ რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის. მოსკოვს სულ უფრო მეტად გადააქვს სამხედრო ყურადღება დასავლეთისკენ, გამოდიან გაფრთხილებით ერთობლივ მიმართვაში გერმანიის შეიარაღებული ძალების - ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი (გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორი (GenInspBw) არის გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი რანგის სამხედრო, შეიარაღებული ძალების ყველა ჯარისკაცის უფროსი ოფიცერი და მათი უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის კომისია ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება

ევროკომისარი დუბრავკა შუიცა ამ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება, განაცხადა 16 თებერვალს ევროკავშირის კომისიის წარმომადგენელმა.

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ არ მოგვცა თბილისში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარების უფლება - ორგანიზატორები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუს აქტივისტებს არ დართო ნება, თბილისში, თავისუფლების მოედანთან ჩაეტარებინათ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, - იუწყება რუსული გამოცემა Paper Kartuli ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს, გააუქმოს გადაწყვეტილება დასავლეთ სანაპიროზე მიწის რეგისტრაციის შესახებ

ევროკავშირმა 16 თებერვალს მოუწოდა ისრაელს, გააუქმოს პალესტინელთა ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომელიც ოკუპირებულია ისრაელის მიერ, მიწის რეგისტრაციის პროცესის დამტკიცება და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს „ახალი დაძაბულობაა“.

Radiotavisupleba.ge 

შესაძლოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს - ომბუდსმენი ახალ შემზღუდავ ნორმებზე

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა „წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან“, - აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი ამჟამად პარლამენტში განხილულ კანონპროექტებზე.

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებამდე ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ 16 თებერვალს, აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებამდე შეხვდება გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელს, რათა განიხილონ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავა და თავიდან აიცილონ კონფლიქტი, რადგან აშშ-ის სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში არიან თავმოყრილი. მხარეებმა, აშშ-მა და ირანმა, ამ თვის დასაწყისში ომანში არაპირდაპირი მოლაპარაკება უკვე გამართეს. „მე ჟენევაში ვარ სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მისაღწევად რეალური იდეებით. რაც არ განიხილება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალაია პატიმრობაში დატოვეს - რას ამბობს ექსპერტიზა „ბურჭულაძე-ახალაიას ზარზე“

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზებას ედავებიან.

Radiotavisupleba.ge 

2-წლიანი პატიმრობა - სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ორშაბათს, 16 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევისთვის გამოიყენეს რაკეტები „ცირკონიც“ - უკრაინის საჰაერო ძალები

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, გემსაწინააღმდეგო რაკეტები „ცირკონიც“ გამოიყენეს. ამის შესახებ 16 თებერვალს, დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა ოთხი „ცირკონით“ შეტევა განახორციელეს ანექსირებული ყირიმიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონის წარმატებული გამოცდის“ შესახებ პირველად 2022 წელს განაცხადა, 2023 წლიდან კი არმიის ამ იარაღით აღჭურვა დაიწყო.უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3 წლამდე პატიმრობა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის“ და „დამამძიმებელი გარემოება“ - „ოცნებამ“ მორიგი შეზღუდვები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების კანონში“ დაანონსებულ და პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს დაუმატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც „ხელისუფლების სისტემურ არაღიარებას“ პატიმრობით დასჯის.