World News in Georgian
Февраль
2026

Новости за 18.02.2026

Radiotavisupleba.ge 

მედიის თანახმად, ტრამპმა შესაძლოა უახლოეს კვირებში დაიწყოს ირანთან ომი

დონალდ ტრამპმა ისრაელთან ერთად შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს ირანთან ომი, თუ თეირანი ვაშინგტონის ყველა მოთხოვნას არ დაეთანხმება.

Radiotavisupleba.ge 

ვინ ცხოვრობს საქართველოში ქართველების გარდა - კობახიძე მიგრაციაზე, შობადობასა და პატრიოტიზმზე პარლამენტში

საქართველოში 257 ათასი უცხოელი ცხოვრობს, მათ შორის - 20 ათასი არალეგალი, საქართველოში არ სურთ ევროპის ბედი გაიზიარონ, არაბულ ინვესტიციებზე "სპეკულაციები" ისმის, დემოგრაფიის გაუმჯობესებას მსოფლმხედველობის შეცვლა სჭირდება - ამაზე, 18 თებერვალს, პარლამენტში, "ქართული ოცნების" პრემიერმა ილაპარაკა.

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში სარესტორნედ განკუთვნილ სივრცეს ანგრევენ

ბათუმში, „თევზის ბაზრთან“ ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას ანგრევენ. მძიმე ტექნიკა იქ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიყვანა.

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეწინააღმდეგება გერმანიის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა.

Radiotavisupleba.ge 

რუსული ციხიდან რუსეთის ომში - როგორ ხვდებიან შუააზიელი მიგრანტი ქალები უკრაინის ფრონტზე

ათასობით ყაზახი, ყირგიზი, ტაჯიკი, თურქმენი, უზბეკი რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის რედაქციამ გაარკვია, რომ მათ ნაწილს ომში მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაპირებით იტყუებენ, ნაწილს კი, მათ შორის ქალებს, კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ.

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთი უშვებს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას

ესტონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს მოკავშირეების ბირთვული იარაღი განათავსოს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. ამის შესახებ ტელერადიოკომპანია ERR იტყობინება.

Radiotavisupleba.ge 

ზალუჟნი პირველად მოჰყვა ზელენსკისთან კონფლიქტის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი, პირველად მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიდი უთანხმოების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

სუსი: ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ ბიუროში გამოკითხვის შემდეგ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანა დატოვა.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმე

18 თებერვალს, დილის 10:30-ზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. ეს მომენტი გამვლელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

Radiotavisupleba.ge 

ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს - მას ბრალი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ედება

ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი ედება კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ასოციაცია "მემორიალი" არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეიტანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო ასოციაცია „მემორიალი“ და გერმანული არაკომერციული ორგანიზაცია Zukunft Memorial („მომავალი. მემორიალი“) ე.წ. „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეიყვანა.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გამოუშვეს - რა ვიცით

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პერსონალურმა ფინანსისტმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა - რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - საპატიმრო დატოვა.

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ჯესი ჯექსონი - აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯესი ჯექსონი, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მოკავშირე და აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

Radiotavisupleba.ge 

15 ადამიანი დააკავეს ძმები მიქაძეების სხდომისას სასამართლოსთან ჩხუბის გამო

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ მორიგი მასობრივი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანია დაკავებული.

Radiotavisupleba.ge 

ზელენსკი: თუ ცეცხლის შეწყვეტის პოლიტიკური ნება იქნება, მონიტორინგში ამერიკული მხარე ჩაერთვება

ჟენევაში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო საკითხებისგან განსხვავებით პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

Radiotavisupleba.ge 

შემაშფოთებელი ანგარიშია, ამ საკითხს მაკა ბოჭორიშვილთან დავაყენებ - ევროსაბჭოს გენ. მდივანი CPT-ის ანგარიშზე

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ეხმაურება ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ (CPT) ახალ კრიტიკულ ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით, მას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას დააყენებს.

Radiotavisupleba.ge 

ჟენევაში დასრულდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი, ორდღიანი რაუნდი.

ИА «Новости-Грузия» 

Давление Запада и отношения с Россией: профессор Лотас о политике Грузии

Паскаль Лотас считает, что отказ Грузии от вовлечения в противостояние с Россией является главной причиной критики со стороны Европы, а не заявленный Брюсселем "откат от демократии"

Radiotavisupleba.ge 

მიქაძეების საქმის განხილვისას სასამართლოსთან ისევ იყო დაპირისპირება - ამჯერად დაკავებებით | ჯანგველაძის საქმე

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ მორიგი დაპირისპირება მოხდა მხარეებს შორის. დაპირისპირება ამჯერად უფრო მძიმედ წარიმართა.

Radiotavisupleba.ge 

ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარს გადასცემენ ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლისმედალოსან წყვილს

ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელებს, საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის პრემია გადაეცემათ.

Radiotavisupleba.ge 

რა ვიცით თბილისში გაუჩინარებული 24 წლის ქალის შესახებ? - ველაპარაკეთ მის დედას და მეგობარს

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად ქალის ძმამ, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi, 18 თებერვლის ღამეს გაავრცელა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ ლუკაშენკას სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ კიევმა სანქციები დაუწესა პუტინის მოკავშირეს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკას.